რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი შუამდგომლობს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგის წინაშე, რათა კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე დამტკიცდეს ისტორიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სწერს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს, რომ კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე არის კარგად მომზადებული მასწავლებელი. ის თავის ღრმა, თანამედროვე პედაგოგიურ პრინციპებს იყენებს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოსწავლეთა განათლებისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 თებერვალს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სწერს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს, რომ უგზავნის მასწავლებელ კონსტანტინე გოგელიძის განცხადებას, სადაც წერია მისი უნივერსიტეტის დიპლომის კიევიდან მიუღებლობის მიზეზები.
1919
ტიპი: ავტორობა
გზათა მინისტრის 1919 წლის 18 თებერვლის ბრძანებით – იმის გამო, რომ ფოსტას სათანადო მიმართულებას არ აძლევდნენ და დიდი ხნით ფერხდებოდა, კანცელარიას ბარდებოდა წერილები და საბუთები, რომლებიც მისთვის უნდა გაეცნოთ, ამის გაგრძელება დაუშვებლად მიაჩნდა – ხელმძღვანელ პირებს მის მიერ შეთავაზებული წესებით ხელმძღვანელობა დაევალათ. ბრძანებას ხელს გზათა მინისტრის მოადგილე ისიოდრე მალანია აწერდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 17 თებერვალს შქმერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლეონტი ანდრიას ძე იაკობაშვილი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 17 თებერვალს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ლეონტი ანდრიას ძე იაკობაშვილი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილების თანახმად (04.02.1919) გამგეობის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს თევდორე კიკვაძე, სასკოლო სექციის თავმჯდომარედ – ლუარსაბ ბოცვაძე. სასკოლო სექციის წევრებად გამგეობის მხრიდან აირჩიეს იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, სამწიგნობრო სექციის წევრებად კი – სეით იაშვილი და შიო დედაბრიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის აზრი, რომ სასურველია, შეიძინონ ანასტასია ხოშტარიას ნაწერები. გამგეობამ დაადგინა, ანასტასია ხოშტარიასგან შეეძინათ მისი ნაწერების გამოცემის უფლება და ჰონორარის ანგარიშში მიეცათ 1000 მანეთი იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა სექციის შემუშავებულ პირობებს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 თებერვალს სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მოახსენა, რომ ბათუმის სახელოსნოების ფოთში გადატანა ვიდრე გზათა სამინისტროს განკარგულებაში არ გადავიდოდა გემები და ფოთის პორტის ქონება ნაადრევი იყო. განკარგულებას კანცელარიის გამგის მაგივრად ხელს ა. კანდელაკი აწერდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 თებერვალს გზათა სამინისტროდან სასურსათო, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის, შრომისა და სახელმწიფო კონტროლის სამინისტროებს სთხოვეს, ეცნობებინათ, დღიურად რამდენი ეკუთვნოდათ იმ მოხელეებს, რომლებიც მთავრობის დავალებით ბაქოში და, საზოგადოდ, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ იგზავნებოდნენ. დოკუმენტი ხელმოწერით ი. მ. მალანიამ და ბუღალტერმა რჩეულიშვილმა დაადასტურეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 თებერვალს გზათა სამინისტროში N1121 მიმართვის პასუხად მიიღეს უწყება, რომ მთავრობას საზღვარგარეთ გამგზავრებული მოხელეების ხელფასის ოდენობა არ ჰქონდა განსაზღვრული, და რომ ბაქოში გაგზავნილ კომისიის წევრებს რამდენჯერმე დღიურად ას-ასი მანეთი მისცეს. ფაქტი ხელმოწერით სამინისტროს ვიცე-დირექტორმა, საერთო განყოფილების გამგემ და საქმისმწარმოებელმა გ. აშაძემ დაადასტურეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 13 თებერვლის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვ. მ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვალს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე განიხილეს სილოვან ხუნდაძისთვოს ჯამაგირის მიცემის საკითხი 6 თვის განმავლობაში ქუთაისის სასწავლებელთა კომისრის თანამდებობის ასრულების გამო. კანცელარიის დირექტორს მიენდო მოხსენების შედგენა საკითხის მთავრობისთვის წარსადგენად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის დონდუას გიმნაზიისა და პროფესიული სასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. საბჭომ საჭიროდ ჩათვალა, ეს სასწავლებელი მთლიანად გადაკეთებულიყო პროფესიულ სასწავლებლად. დახმარების საკითხი უსახსრობის გამო გადაიდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს რკინიგზის სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების საკითხი. დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მიანდეს ამ საკითხზე მოხსენების შედგენა მთავრობაში წარსადგენად.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის საბჭოს 1919 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოისმინეს VII ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, ნ. ნ. ჩიგოგიძის მოხსენება პამპალოვის რეალური სასწავლებლის რევიზიის შესახებ. დაადგინეს: მოწმობების მისაღებად გამოცდები ჩატარდეს სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით, დაბალ კლასებში – განათლების სამინისტროს თანდასწრებით; მიმდინარე წელს აუცილებლად შემოიღონ სახელმწიფო ენის სწავლება არაქართველთათვის მოსამზადებელ კლასში, ქართველებისთვის – ყველა კლასში.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 13 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სოხუმში ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი. დაადგინეს: დოლინსკისა და გიორგობიანს მიეცეთ კერძო უუფლებო ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გახსნის ნება იმ პირობით, რომ შეიტანონ 15 00 მან. საწინდარი, რომელიც სასწავლებელთა საჭიროებას უნდა მოხმარდეს, თუ ვინიცობაა, ისინი დაიხურა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის საბჭოს 1919 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოისმინეს სამინისტროსა და ერობათა ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. დაადგინეს: დამოკიდებულების გამოსარკვევად მოეწვიათ კომისია დაბალ სკოლათა მთავარგამგის თავმჯდომარეობით, კომიიის წევრებად კი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი უზნაძე, პარლამენტის სასკოლო კომისიის თავმჯდომარე ლეო ნათაძე, პარლამენტის წევრი, მასწავლებელი ნიკოლოზ ცინცაძე, I ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე და მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვალს განათლების სამინისტროდან ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს გიორგი მინას ძე აბაშიძის განათლების შესახებ ცნობების მოგროვება დაავალეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, ყველა ოფიციალური ცნობები და საბუთები ნიკოლოზ ბარნაბიშვილის სამსახურის შესახებ, თბილისის ყოფილ სასულიერო სასწავლებელის უკანასკნელი გამგის ი. ნატროშვილის ხელში უნდაყოფილიყო, სადაც ის ბოლოს მსახურობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ საკათალიკოსო საბჭოს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საბუთების დასაბრუნებლად მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის პასუხი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ახალი საქმისმწარმოებლის დანიშვნამდე ბევრ საქმეში ეხმარებოდა და ზაფხულშიც კი მუშაობდა. ამ ყველაფრის შესახებ საბუთები, ჟურნალ-ოქმები კათალიკოსთა საბჭოში იყო, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, საბუთების გამოთხოვნა შეიძლებოდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის ყველა ოფიციალური ცნობა და საბუთი თბილისის სასულიერო სასწავლებლის უკანასკნელ გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ჰქონდა, ვისთანაც იგი მუშაობდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა, სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის მიერ მომზადებული საბუთი გაუგზავნა, თავისი დასკვნა კი მოგვიანებით უნდა გაეგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმის მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.