საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს შეატყობინა, რომ გიმნაზია ლტოლვილებისა და რუსული ადმინისტრაციის მუშაკთა მხრიდან განადგურების პირას იყო მიყვანილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 თებერვალს, მთავარგამგე ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი ჩიმაკაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს უგზავნიან პეტრე ალღუზაშვილის თხოვნას ა.წ. 1 იანვრიდან გორის მაზრის სახალხო სკოლის მასწავლებლათა ოქმიდან ამონაწერითურთ და სთხოვენ გამოარკვიოს საქმე. ასევე, თხოვნასთან ერთად გაუგზავნონ ცნობა, მთხოვნელ ალღუზაშვილს აქვს თუ არა მასწავლებლობის უფლება და წოდება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის დანიშნულმა კომისიამ (თავმჯდომარე სამხედრო პორტისა და სანაპიროების უფროსი, I რანგის კაპიტანი ჭავჭავაძე; ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელი ინჟინერი ალშიბაია; გზათა სამინისტროს წარმომადგენლები, ინჟინრები: პიასტრიკოვი და სტანკევიჩი) დაათვალიერა ფოთის პორტის საცურაო საშუალებები ზღვაში ნაოსნობისა და ვენის სამდინარო ფლოტილიისათვის გემების ვარგისიანობის გამოსავლენად.

1919

ტიპი: განათლება

ნადეჟდა გიორგის ასულმა აბაზაძემ თბილისის საქალებო ინსტიტუტი ოქროს მედალზე დაამთავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 თებერვალს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 16 თებერვალს წევრთა საერთო კრება და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნა იყო დაგეგმილი. გამგეობას განსახილველი საკითხების დამტკიცება სთხოვეს. ანგარიშს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 9 თებერვალს კაპიტანი გიორგი დავითის ძე მიქელაძე, ჯარისკაცები – გიორგი მარგველაშვილი, ისაკ ზაზიკაშვილი, ზაქარია ჩიტაძე, გრიგოლ გეგეჭკორი, გაბრიელ გეგეშიძე, გიორგი თადუმაძე და ლეონტი არველაძე გმირულად დაეცნენ საქართველოსთვის ბრძოლის ველზე ახალციხესთან, სოფ. თაბუზართან და ცირთან.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასული ოსიტაშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 თებერვალს მუსტაფა ომარ ოღლი ბორჩალოს მაზრის მუსულმანთა ჯგუფის დამფუძნებელი კრების საკანდიდატო სიის წარმომადგენელი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს გზათა მინისტრის მოადგილემ, მიქაიამ N23 ბრძანებით ტექნიკური სამმართველოს ინჟინერ ვლადისლავ ნოვოდვორსკის რკინიგზის განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ამ თანამდებობის აღმსრულებლის ხელფასის შენარჩუნებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: თ. კიკვაძე, შ. დედაბრიშვილი, ვ. წულაძე, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წალენჯიხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა წიგნებით დახმარებაზე სასკოლო ბიბლიოთეკის შესავსებად. გამგეობამ უარი თქვა, რადგან სკოლების ბიბლიოთეკებისთვის თანხა არ ჰქონდა გადადებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დომენტი პეტრეს ძე პაპიძის თხოვნა, დაწესებულ ფასად დაეთმოთ ერთი ცალი ქართველიშვილის გამოცემა „ვეფხისტყაოსანი". გამგეობამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს მომღერალმა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ხოროს ზარალის ანაზღაურების გამო ბათუმის განყოფილებასთან შუამდგომლობა სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხლეს სოფელ აკაურთის მასწავლებელის, ქეთევან ჯინჭველაშვილის განცხადება. მან ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა მასწავლებლის ადგილზე. სკოლაში სწავლა რომ არ შემწყდარიყო თვითონ მონახა მოადგილე ქეთევან მახათაძე, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც 1 წლის პრაქტიკაც ჰქონდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯინჭველაშვილისთვის მიეცათ თებერვლის ჯამაგირი, მის ადგილზე კი დროებით ქეთევან მახათაძე დაენიშნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გარეშე საქმეთა სამინისტროს თხოვნა თავის საჭიროებისთვის წიგნსაცავიდან სამუსლიმანო საქართველოს შესახებ არსებული მასალების მიწოდების შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1919 წლის თებერვლის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 57323 მან. 79 კაპ., გასავალი – 37680 მან. 87 კაპ. ანგარიში შეამოწმა გამგეობის წევრმა შიო დედაბრიშვილმა. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კირილე ნინიძეს დაავალა 8000 მანეთის ვექსილების განაღდება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოდან მოსული ცნობა, რომ იქ შესაძლებელი იყო 510 ფუთამდე ქაღალდის ყიდვა, ფუთის ღირებულება 120 მანეთი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების სახელით ქაღალდის ყიდვის შესახებ, აზერბაიჯანის სახალხო განათლების მინისტრისათვის მიეწერა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გალის სკოლის ყოფილი მასწავლებლის ბორის ეზგუბიას თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი უთხრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება, რომ საქმისთვის უფრო ხელსაყრელია მაღაზია ღია იყოს 8.30 საათიდან 16.00 საათამდე და საღამოობით არ იღებოდეს. გამგეობის დადგინებით, მაღაზია დღისით უნდა იღებოდეს 9 საათზე, იხურებოდეს 14.00 საათზე, საღამოობით 16.30-იდან 19 საათამდე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პანთეონის გამგის არჩევის საკითხი და დაადგინეს, პანთეონის საქმეთა მმართველად გიორგი ყაზბეგი აერჩიათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყველა სემინარიელს და, ზოგადად, საშუალო განათლებამიღებულ პირებს წარსულში მოუსწრო ახალი შტატის წყობილებამ, რომელმაც სემინარიადასრულებული პირები გაათანასწორა უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულ მასწავლებლებთან, როგორც ჯამაგირით, ასევე, პენსიის მიღების უფლებით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ასწავლიდა მსოფლიო ისტორიასა და გეოგრაფიას მეოთხე კლასში, რომელიც იმავე წელს კვლავ გიმნაზიის შემადგენლობაში ირიცხება. თუ საჭირო იქნებოდა, მას შეეძლო მომავალ სასწავლო წელს თავისი მოსწავლეებისთვის მეხუთე და მეექვსე კლასში წარმატებულად ესწავლებინა აღნიშნული საგნები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ აღედგინათ მისთვის წარსულში მინიჭებული უფლება და სხვების მსგავსად ისიც გაეთანასწორებინათ უმაღლესდამთავრებულ მასწავლებლებთან მაღალი ჯამაგირისა და პენსიის მიღების უფლებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ გიმნაზიის საქმისმწარმოებლად პავლე ბლუაშვილი დაენიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 თებერვალს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ განაცხადა, გორის რაიონის ინსპექტორისთვის ეკითხათ ჰქონდა თუ არა პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილს მასწავლებლობის უფლება და წოდება.