რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ნიკო ალექსის ძე კუცია მოკლეს სოჭის ფრონტზე მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა დეკანოზი ალექსანდრე იოსების ძე სიმონიშვილი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე (ტუპა) სვიმონის ძე მაჩაბელი მოკლეს ახალციხის ომში.
1919
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინისგან მიიღო ნოტა, რომელშიც ის თეთრი მოძრაობის ლიდერის, ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩაბმას მოითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 თებერვალს გზატკეცილების კანცელარიამ ი. ი. გოპაძეს (ყორღანოვის N28. ბ. N15) სთხოვა, 8 ან 10 თებერვალს, 12 საათისთვის, მმართველოში გამოცხადებულიყო (სერგიევის N8).
1919
ტიპი: ავტორობა
სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა 1919 წლის 6 თებერვალს გზათა მინისტრს მიმართა, რომ 21 იანვრის ბრძანებით მას დაევალა მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულისგან ყველა საქმის ჩაბარება, განყოფილების გაუხარჯავი თანხების მიღება და შესაბამისი აქტის შედგენა; პ.(?) ი. მაჭავარიანის სამინისტროდან სასწრაფოდ წასვლის გამო ზოგი მიმდინარე მიმოწერა, მაგ., ბუდაღიანცის ფირმასა და ამხანაგობა „მშენებელთან“, მის საქმეებში დარჩა. მინისტრს სთხოვს, ბრძანება გასცეს ამ მიმოწერის მოსაძებნად.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მხეიძის ყოფილი კურსების საკითხი და დაადგინეს, რომ კურსების საქმეთა გამოსარკვევად მოსალაპარაკებლად მოეწვიათ მხეიძე და სასწავლებლის კოლეგიის წარმომადგენელი. თუ მხეიძე ამგვარივე კურსების გახსნის ნებას ითხოვდა, შეიძლება ნებართვა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს სენაკის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგის, ჩხეტიანის მდგომარეობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ შირსკისა და საქმისმწარმოებელ კრასოვსკის თხოვნა დახმარების შესახებ. უარი ეთქვათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს საკითხი ბ. ჩინჩალაძის ლათინური ენის სახელმძღვანელოს მიღების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე სოხუმის საშუალო სასწავლებელთა რევიზიის საქმე გრიგოლ ნათაძეს მიანდეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამტრედიის უმაღლესი დაწყ. სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლის მღვდელ კანდელაკის თხოვნა საპენსიო და ხუთწლეულების მისაღებად ძველი ნამსახური წლების ჩათვლის შესახებ. დაადგინეს, ჩაეთვალოს არსებული კანონის თანახმად და მიეცეს ხუთწლეულები მხოლოდ ერთი თვის, დამტკიცების დღიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს კირაკოზოვის საბუღალტრო კურსების წესდებისა და პროგრამების დამტკიცების საკითხი. დაადგინეს: დამტკიცდეს პროგრამა და წესდება და ეწოდოს „კერძო საბუღალტრო კურსები“. კურსებზე სავალდებულო იყოს სახელმწიფო ენის სწავლება.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის მასწავლებელთა კავშირის შუამდგომლობა ოზურგეთში მასწავლებელთა გამომცდელი კომისიის დაარსების შესახებ. კომისიის მოწვევა დაევალა ქუთაისის გამომცდელი კომისიის თავმჯდომარე სილოვან ხუნდაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ახალქალაქის ფერმის ყოფილი გამგის, ზემლიანსკის ერთდროული დახმარების შესახებ და დაადგინეს, მიეცეს 400 მან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს თხოვნა დაბალ სკოლათა მთავარგამგის, გ. ჭუმბურიძისათვის ავადმყოფობის გამო ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. დაადგინეს, დახმარების სახით მიეცათ 1500 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს უწყებებში მყოფ დაწესებულებათა ბეჭდების და სასწავლებელთა ატესტატების ნიმუშების შემუშავების საკითხი. ნიმუშის შედგენა დაევალა კანცელარიის დირექტორს, გ. ბერიძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს ოლქის უფროსმა ინჟინერმა დადიანმა ინჟინერ სტანკევიჩს სთხოვა, წერილის მიღებისთანავე წასულიყო ფოთში გემებისა და ფოთის პორტის გზათა სამინისტროსთვის გადამცემი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს სამმართველოს უფროსი, ინჟინერი ივანე დადიანი (კანცელარიის მმართველი როლკე) ყველა სახელმწიფო დაწესებულებას და თანამდებობის პირს სთხოვს, მოწმობის წარმდგენს, ინჟინერ ფლორიან სტანკევიჩს – ფოთის პორტის გემების მიმღები კომისიის წევრსა და კაბოტაჟური ცურვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს – დახმარება აღმოუჩინონ ფოთში გამგზავრებასა და უკან დაბრუნებაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა მმართველობის განკარგულებაში მყოფ ინჟინერს, პისტრიაკოვს შესთავაზა, წერილის მიღებისთანავე წასულიყო გზათა სამინისტროს მფლობელობაში არსებული გემებისა და ფოთის პორტის გამგებლობაში გადმოცემის საკითხის შემსწავლელ კომისიაში მონაწილეობის მისაღებად და დაავალა, მუშაობის დასრულების შემდეგ ფოთიდან ქუთაისში გამგზავრებულიყო ოსეთის სამხედრო გზის ინსპექციის ჩასატარებლად.