რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი საზოგადოების საქმეთა სასამართლოებში საწარმოებლად ვექილის არჩევის შესახებ. გამგეობის ცნობით, ვექილთან მოლაპარაკება მინდობილი ჰქონდა ვ. ბურჯანაძეს, რომელიც კ. ნინიძეს მოელაპარაკა. გამგეობამ სასამართლოებში საზოგადოების საქმეთა საწარმოებლად გამგეობის წევრი კირილე იესეს ძე ნინიძე აირჩია.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი არ იყო მტრის წინააღმდეგ ომში გაწვეული და არც ერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი არ სარგებლობდა შვებულებით. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი სამსახურში ხარისხებით არ დაუჯილდოვებიათ. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი არ იყო დაოჯახებული. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ელი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ დავით ანანიაშვილს კერძო სასწავლებელში ნამსახური წლები შეიძლებოდა პენსიის მისაღებად ჩათვლოდა. ამისათვის საჭირო იყო პენსიის ფონდისთვის სათანადო პროცენტებით შეეტანა ანაზღაურება, რომელსაც წინა სამსახურში იღებდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერიამ ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძეს აცნობა, რომ ახალსენაკის ქალაქში ორი ათას ორასი ამომრჩეველი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ წარადგინა სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურეობითი სია, შედგენილი 1918 წლის 21 დეკემბერს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი გლებ ლემლეინის თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. ობსერვატორიის რევიზიის დამთავრებამდე საკითხი გადაიდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის შერეული გიმნაზიის დირექტორისა და ინსპექტორის დანიშვნის შესახებ და დაადგინეს: ილია ფერაძე დაინიშნოს დირექტორის, მარიამ ლომინაძე კი – ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლის, გ. შილაკაძისთვის საშუალო სასწავლებელთა ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების შესახებ. მას უარი უთხრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის კელენჯერიძის ამ თანამდებობაზე დამტკიცების საკითხი და დაამტკიცეს შტატების მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე დიმიტრი დუმბაძისთვის ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების საკითხი განიხილეს. სხდომის წევრებმა დუმბაძის პროფესიული უნარების შესამოწმებლად კომისიის შექმნა გადაწყვიტეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ლაგოდეხის გიმნაზიის გაეროვნების შესახებ. დაადგინეს, ადგილობრივ საკითხთა გამოსარკვევად ლაგოდეხში გაიგზავნოს თელავის გიმნაზიის მასწავლებელი დ. ქადაგიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი განსვენებული მასწავლებლის, მათიშვილის ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. თხოვნა დაკმაყოფილდა იმ თანხიდან, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა უბედური შემთხვევების დროს დახმარებისთვის უნდა გაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 იანვარს ტექნიკური მმართველობის უფროსმა ინჟინერმა გიორგი ანდრონიკაშვილმა და საქმისმწარმოებელმა გ. ქოქაშვილმა გზათა სამინისტროს კანცელარიას სთხოვეს, მათ წერილზე დართული საქართველოს რესპუბლიკის საქმეთა მმართველის მიწერ-მოწერა (18 იანვრიდან; N156) გზათა ოლქის უფროსისთვის გაეგზავნათ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 22 იანვრის თარიღით, ფოთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობით, მღვდელი იოანე ბობოხიძე დაამტკიცეს იმავე სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.