საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტ ილია ოდიშელიძეზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარემ ნასიმ-ბეკ უსუბეკოვმა, გენერლებთან მეხსანდაროვთან, მატვეი ალექსანდრეს ძე სულკევიჩთან, ალი-აღა ისმაილ აღას ძე შიკლინსკისთან და ვასილ კარგარეთელთან ერთად ნოე ჟორდანიას თანადგომის დეპეშა გამოუგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს რომის პაპის წარმომადგენელი დელფუშე ექვს პირთან ერთად ეწვია დაბა უდეს, სადაც მათ შეეგება ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი თომა იგითხანოვი და სტუმრებს ეკლესიის საქმეებისა და მისი გაძარცვის შესახებ უამბო.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტროს დადგენილებით კუკიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის გამგედ დაინიშნა კონჩევსკაია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პლატონ მოდებაძე ჭიათურის ქალაქისთავი იყო. 

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს თბილისის დიდუბის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მფრინავი, კაპიტანი გრიგოლ მალაშხია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის შემოდგომაზე რაჭაში დაპატიმრებულ ბოლშევიკებს – წულუკიძეს, კბილაძესა და გოსექიშვილს – ჩხრეკისას აღმოაჩნდათ რუსეთიდან ჩამოტანილი ფული და მიმოწერა, როდის უნდა მოეწყოთ გამოსვლები რაჭაში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ქუთაისში ჭიათურელი ბოლშევიკი ალექსანდრე ვაშაძე დაიჭირეს. იგი გაქცეული იყო და იმალებოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ივანე ჟალიაშვილს ბრალად ყალბი ბონების დამზადება ედებოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

გამომძიებლის განკარგულებით ივანე ჟალიაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ხმელთაშუა ზღვის ადმირალი ჯონ დე რობეკი ბათუმიდან თბილისში მატარებლით ჩავიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქ. ონში ებრაული სკოლის თალმუდ თორას ახალი შენობის გახსნის გამო იქაური ებრაელების სახელით რაბინმა დავით ბააზოვმა შინაგან საქმეთა მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა. რაბინი მიესალმა მინისტრს, საქართველოს მთავრობას ერთგულება შეჰფიცა დაიმედი გამოთქვა, რომ ებრაელებს სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას მიანიჭებდნენ. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი დარეჟისორი ივანე ბარველი სადრამო საქმის ხელმძღვანელად მიიწვია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, ამერიკაში საქართველოს წარმომადგენლად დავით ღამბაშიძე გაეგზავნათ. 

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ოქტომბერში პოლკოვნიკი ბიქტორ ნიკოლოზის ძე ინწკირველი დუშეთის მაზრის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი იყვნენ ციმბირის ქალაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში მყოფ ქართველთა წარმომადგენლები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ოქტომბერს გამართული სატარიფო პალატის სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ა. გოლდმანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თბილისში გამართულ დედებისა და ბავშვების დაცვის დღეს ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ინა ჟორდანია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს საბა სტეფანის ძე ველევიჩი სერბეთის კონსული იყო ბათუმში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ერ. დიდიძე რკინიგზის ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საშუალო სასწავლებლების პედაგოგებმა განათლების მინისტრს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სთხოვეს. ნოე რამიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოელ სტეფანეს ძე სმიტი ინგლისის ბანკის მმართველი იყო ბათუმში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სახელმწიფო თეატრში გამართული ლატარიის გათამაშებაზე პირველ ბილეთებს ნოე რამიშვილი ხსნიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით 25000-მანეთიანი მომგებიანი ბილეთები ამოვიდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ფრანჩესკო ნიტის საქართველოს ინტერესების დაცვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა და საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სთხოვა.