საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს, 12 საათზე სასახლეში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მიიღებდა მილოცვებს უცხოელი წარმომადგენლებისგან საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულად ცნობის გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „ჩემი ნატვრა“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ გლახუას ასული ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ დასასრული დაიბეჭდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერმონე იოშას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ბიძაშვილი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 თებერვალს სოფიო ილარიონის ასული გოგნიაშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი დავითის ძე წერეთელი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიანოზ იოშას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ბიძაშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის რძალი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაქსიმე კიკვაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის დისწული იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ კიკვაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის დისწული იყო.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ილარიონის ასული გოგნიაშვილი ფლობდა საკუთარ სახლს მისამართზე ოლღას ქუჩა N6.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 10 თებერვალს სოფიო ილარიონის ასულ გოგნიაშვილს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნესტორ დავითის ძე ერისთავი, გიორგი დავითის ძე წერეთელი სიმონ ირაკლის ძე ამირეჯიბი თამარა გიორგის ასულ ერისთავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 12 თებერვალს თამარა გიორგის ასულ ერისთავს საჩხერის ტაძრის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ დავითის ძე ერისთავი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ირაკლის ძე ამირეჯიბი თამარა გიორგის ასულ ერისთავის შვილი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 იანვარს სოფ. ოტობაიაში გამართულ საქართველოს დემოკრატიული (ეროვნულ-დემოკრატიული) პარტიის თანამოაზრეთა კრებას 400-მდე კაცი დაესწრო. კრებაზე აირჩიეს კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: დიმ. ბესელია, არ. მესხია, ნ. კიზირია, ნოე ფატურია.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ცაგარელმა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულად თარგმნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 7 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართულ ენის პროფესორად მუშაობდა.