რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ გასულ წელს შუამდგომლობა სთხოვა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს, რათა მასწავლებლად დაემტკიცებინათ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 9 მაისს სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ მალაქიას ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორ გრიგოლ ლორთქიფანიძეს გაუგზავნა წერილი პასუხად მათი მონაწერისა,რომელშიც განათლების სამინისტრო იუწყება, რომ აღნიშნული გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელ ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს ხუთეული ჯილდო უნდა მისცემოდა გაკვეთილების რიცხვის პარალელურად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის 11 მაისს დანიშნული კრების გადადების საკითხი, რადგანაც ვერ მოესწრებოდა წლიური ანგარიშის განხილვა. გამგეობამ შეუძლებლად სცნო კრების გადადება, რადგან ის წესდების ძალით თავის დროზე იყო გამოცხადებული და პროვინციებიდან რწმუნებულები ჩამოდიოდნენ. გამგეობამ ჩათვალა, რომ ანგარიშის განხილვა შეუმოწმებლად შეიძლებოდა და საჭოროებას წარმოადგენდა საზოგადოების სამოქმედო გეგმისა და მთავრობისგან სუბსიდიის გამოთხოვის საკითხების განხილვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით. გამგეობამ მიანდო სამწიგნობრო სექციას, მოემატებინა წიგნებზე ფასები, არა უმეტეს 100%-ისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იმ სტიპენდიატების საკითხი განიხილეს, რომლებიც არსებული წესების მიუხედავად სასტიპენდიო ვალს უკან არ აბრუნებდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მიმართვა გაზეთებში ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოცხადდა. თუ ისინი არ გამოეხმაურებოდნენ ამ განცხადებას, მათი გვარი და სახელი პრესაში დაიბეჭდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისს ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს განმარტება მოსთხოვა იმის თაობაზე თუ რატომ იყო დროებითი დებულებით გაუქმებული 1919 წლის 3 ივლისის კანონი, რომლითაც ალექსანდრა მიხეილის ასული ბალტინგი ხელმძღვანელობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხელსაქმის მასწავლებელს ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს კვირაში ექვსი გაკვეთილი ჰქონდა. ზოგადად, მასწავლებლებს ხუთეული ჯილდო გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით ეძლეოდათ და ვინაიდან, სრული ხუთეულისთვის 12 შტატგარეშე გაკვეთილი იყო საჭირო, ბალტინგს ექვსი გაკვეთილისთვის ნახევარი ხუთეული ჯილდო ეკუთვნოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს N 102 ბრძანებით აცნობა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1919 წლის პირველი იანვრიდან გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა. მას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს შეატყობინა, რომ ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა მზად იყო გამოცდების ჩასაბარებლად, რათა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის უფლება მიეღო და შტატში ჩარიცხულიყო, მაგრამ ეს ყველაფერი პეტროგრადში გამგზავრებას მოითხოვდა, რაც დროებით შეუძლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს სთხოვა ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა ან შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინა, როგორც გამოცდილი მასწავლებელი, ან გამოცდები დაენიშნა მისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხატვის მასწავლებლის ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვას პირად დოკუმენტებსა და ნამსახურების სიას თვითონ ადგენდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე იაგორის ასულ ბაისოგოლოვას ხატვის სწავლების უფლება მხოლოდ დაწყებით კლასებში ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ოლქის ყოფილი მზრუნველის 1912 წლის 15 დეკემბრის N2830 ბრძანების თანახმად, იგი ხატვის მასწავლებლად ქალთა მე-6 გიმნაზიაში დანიშნეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გიორგი იესეს ძე ლომჯარია, ნანო იულოს ასული მჟავანაძე, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი, გერასიმე ჩითანის ძე რამიშვილი და ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იესე მაქსიმეს ძე გოგოლიშვილი, იოსებ ბეჟანის ძე გორგოშიძე, ყარამან და ფარნაოზ მიხეილის ძე გორდელაძეები, ერასტი დავითის ძე გორდელაძე, ანეტა ასალოს ასული გორდელაძე და ვარლამ დიმიტრის ძე გორდელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სამსონ და ზაალ კონსტანტინეს ძე თაყაიშვილები, ვლადიმერ ვახუშტის ძე თოიძე, სილოვან ნიკოლოზის ძე თოიძე და ანტონ ეგნატეს ძე კონტრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ივნისს, დღისით, მიხეილის ქუჩაზე სერაფიმა პემის ბინიდან 6300 მანეთის ღირებულების ვერცხლეულობა მოიპარეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს მთავრობასთან აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ვექილოვი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი ონიდან პასუხობს განათლების სამინისტროს, რომ დაბალი საფეხურის სასწავლებელი ბავშვს უნდა აძლევდეს საზოგადო განათლებას, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელია. სწავლა 3 წელი უნდა გრძელდებოდეს პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 4 წელი – უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში.

