საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N152 ბრძანებით ა. გ. მამულაშვილი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ტახუმოვი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ტიუმენევი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 153 ბრძანებით მარიამ არტემის ასული ლუარსაბიანი თელავის სომხური გიმნაზიის საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 153 ბრძანებით ნინო კორძაია თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N153 ბრძანებით ნადეჟდა რატიანი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიის უმცროსი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ინჟინერი გიორგი სფეტანეს ძე მოსეშვილი იუწყება მისი მეუღლის, ვერა ალექსის ასული მოსეშვილის გარდაცვალების შესახებ. ამცნობს მის ნაცნობებს და ნათესავებს პანაშვიდისა და დაკრძალვის ადგილისა და დროის შეახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 113 ბრძანების თანახმად, 1917 წლის პირველი სექტემბრიდან მღვდელი იოსებ აბულიანცი თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს მილოვის სახლში უნდა გამართულიყო საღამო საიათნოვას პატივსაცემად, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ოვანეს თუმანიანი, გევორქ ბაშინჯაღიანი, იოსებ გრიშაშვილი, ლისციანი და კაპანაკიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს დემოკრატიულ კლუბში გაიმართა ალექსანდრე მაისურაძის გუნდის კონცერტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს სამხედრო მინისტრმა როს-გაუნტერმა ბავარიის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს სხდომაზე მიუნხენში განაცხადა, რომ ეროვნული კრება მალე უნდა იქნეს მოწვეული და თითოეულმა ჯარისკაცმა მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტრო სწერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს ივანე გაჩეჩილაძეს, რომ ქსენოფონტე გაჩეჩილაძე დაინიშნა გიმნაზიის საქმისმწარმოებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ N1471 ბრძანებით გიორგი გიორგიძე 1-ლი სექტემბრიდან დანიშნულია ისტორიის მასწავლებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს გაიმართა სასამართლო ივანე ჯაფარიძის თავმჯდომარეობით, სილიბისტრო ჯიბლაძისა და კამისიოვის მონაწილეობით, რომელმაც დაიწყო პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობაში ბრალდებული კალენიკე გოგიბერიძის საქმის განხილვა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 30 ნოემბერს სტამბა "სახალხო საქმის" გამგე დავით მგალობლიშვილი დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიას მიმართავს და აცნობებს, რომ მის სტამბას აქვს სამი ელექტრონის ძალით მომუშავე დიდი მანქანა და სხვა კერძო სტამბებზე უფრო იაფად შეასრულებს კომისიის საქმეებს. ამავე სტამბამ 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩენვებისთვის დაბეჭდა მილიონობით საარჩევნო ბარათი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს მილოვის სახლში უნდა გამართულიყო საიათნოვას პატივსაცემი საღამო, რომელზეც მიწვეული იყვნენ თუმანიანი, ბაშინჯაღიანი, იოსებ გრიშაშვილი, ლისციანი და კაპანაკიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს კანცელარიის ვიცე-დირექტორმა ზურაბ მაჩაბელმა გზათა სამინისტროს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის 19 ნოემბრის N359 მიმართვის თარგმანი გაუგზავნა. დოკუმენტი, რომელიც თბილისში შეჩერებულ 5500 მეჯიდიეს ეხებოდა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის ჯარისთვის იყო განკუთვნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანხის ოსმალეთში დასაბრუნებლად საჭირო განკარგულების გაცემა ითხოვეს. კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო პ. ანთელავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება შიო ჩიტაძის ობლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ობლებს, თითოეულს, გაუზარდეს პენსია თვეში 25-დან 50 მანეთამდე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 28 ნოემბრის N 149 ბრძანებით ელენე ზაქარიას ასული რიმგაილო თელავის სომხური გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 149 ბრძანებით თბილისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების პედაგოგი კ. ტროიცკი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N149 ბრძანებით თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებელი ა. ნოგატიროვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 150 ბრძანებით ნეოფიტე იერემიას ძე ბოჭორიშვილი სოხუმის რეალური სასწავლებლის ისტორიისა და რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 150 ბრძანებით ვალერიან სიმონის ძე ჯაფარიძე სოხუმის სემინარიაში პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ალექსანდრა ფაღავა თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგედ და ფსიქოლოგიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ნინო ჩაგუნავა-გელაშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის პირველი განყოფილების პედაგოგად დაინიშნა.