რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს ნასიბ-ბეკ უსუმბეკოვსა და ალექსანდრე ხატისიანს შორის ექვსაათიანი საუბარი შედგა, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ. 21-ში, დილით ისევ უნდა შეხვედროდნენ და იმედოვნებდა, რომ შეთანხმებას მოახერხებდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ალექსანდრე ხატისიანი და ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი დასთანხმდნენ მის წინადადებას მოლაპარაკების თაობაზე და ჩამოვიდნენ თბილისში. ხატისიანი დაუკავშირდა, უსუბეკოვს კი – ელოდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დიდი იმედი ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც დიდ პატივს სცემდა, შეთანხმებას მიაღწევდნენ, რაც დიდ გავლენას მოახდენდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროში თავისი გავლენაც გაცილებით გაიზრდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამანათით უგზავნიდა ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, რომლებიც ერევანში იყიდა. ყველა ვანელ ოსტატთა ნახელავი იყო: ვერცხლის მოზრდილი ქამარი, ვერცხლის მომცრო ქამარი, ვერცხლის ორი აბზინდი, ვერცხლის ჯვარი, 22 ფილიგრანული საკინძე, მარგალიტებითა და ფირუზებით მოჭედილი ოქროს ორი საყურე, რომლებიც შეეძლო კულონებადაც გამოეყენებინა. უორდროპმა მეუღლეს სთხოვა, რომელიმე ნივთის გაჩუქება თუ მოუნდებოდა, თავი არ შეეკავებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სკოტს იმ დროიდან იცნობდა, როცა პეტროგრადში, საელჩოში მდივნად მუშაობდა.

