საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გზათა მინისტრად აირჩიეს ივანე ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე იუსტიციის მინისტრად აირჩიეს შალვა მესხიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე მიწათმოქმედების და შრომის მინისტრად აირჩიეს ნოე ხომერიკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე განათლების მინისტრად აირჩიეს გიორგი ლასხიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გიორგი ჟურული ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე სამხედრო მინისტრად აირჩიეს გრიგოლ გიორგაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩიეს აკაკი ჩხენკელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს მთავრობის თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს ნოე რამიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღმასრულებელ კომიტეტსა და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი რუსულ ენაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრებას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ, რომელსაც დაევალა გამიჯვნის პროექტის შედგენა და კომისიისთვის წარდგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა დააფიქსირა თავისი პარტიის პოზიცია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წინააღმდეგია ისეთი ცენტრის შექმნისა, რომელსაც გადაეცემა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება, სამხედრო ძალების მოწყობა, საფინანსო საქმეების წარმართვა და სხვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სეიმის რეკონსტრუქცია მოხდეს ეროვნული პარლამენტარიზმის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს სხვადასხვა მთავრობის უარყოფას და ანარქიის მოსპობას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის გაზაფხულიდან რევკომის მითითებით სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ ქართული წითელი არმიის შექმნა დაიწყო.

1820

ტიპი: ნასამართლეობა

1820 წლის 4 მარტის ღამეს შეიპყრეს გელათის მიტროპოლიტი ეფთვიმე გენათელი.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დუტუ მეგრელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელი შეეწყოს სეიმის შეკრებას და მუშაობას, რომელმაც უნდა დადოს ზავი ოსმალეთთან, შექმნას ძლიერი მთავრობა და გამიჯნოს ერები ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ქართველი ხალხის დასახული მიზნების მიღწევას. ერთდაერთი, რისი მიღწევაც მას შეძლო, ოსმალეთთან ზავის დადება იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგია საკუთარი პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხარჯა და არა სხვა ერების მორიგება-დაშოშმინებაში.