რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
სპირიდონ გაბელაშვილი განათლების სამინისტროს სხვადასხვა სასწავლებლებში 35 წელიწადი მსახურობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები შ. დედაბრიშვილი, ლ. ბოცვაძე, ვ. წულაძე, იპ. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჩუღურეთში (მე-8 სამ. ნაწილში) ნოე ჟორდანიას სახელობის ახლად დაარსებული ბიბლიოთეკა-სამკითველოს ყოველწლიურად ნივთიერი დახმარების აღმოჩენის შესახებ, თხოვნა განიხილეს. გამგეობამ ერთჯერადი დახმარების სახით ბიბლიოთეკას 1000 მანეთი გამოუყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშის სკოლის ყოფილი მასწავლებელ ნეოფიტე ომარაშვილის თხოვნა, მიეცეს მას 1918 წლის დარჩენილი ჯამაგირი. იგი მსახურობდა სკოლაში მაისის დამდეგამდე. გასწორებული აქვს ანგარიში 15 ივნისამდე. არ მიუღია ზაფხულის თვეების ხელფასი, მისი ანგარიშით ერგება 449 მან. გამგეობის განჩინებით, უნდა დაკმაყოფილებულიყო ნეოფიტე ომარაშვილი 1918 წლის ზაფხულის თვეების კუთვნილი ჯამაგირით 1-ლ სექტემბრამდე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანტონ ფალავანდიშვილის წინადადება 42 ცალი „ბუნდოვანი სურათისთვის“ დიაპოზიტივების შეძენის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, შეეძენათ მისგან 42 ცალი დიაპოზიტივი თითო ხუთ მანეთად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის ნაწერების გამოცემის საკითხი. სასკოლო სექციის დადგენილებით, შიო მღვიმელს ლექსების ჰონორარი – 2000 მანეთი გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გიორგი ქუჩიშვილის ნაწერების გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაებეჭდა ნაწარმოებები იპოლიტე ვართაგავას არჩევით, გადასინჯვითა და თანმიმდევრობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სკოლების ერობების ხელში გადასვლის შესახებ. გამგეობამ დაამტკიცა სასკოლო სექციის დადგენილება, მიეწეროს ერობებს, ჩაიბაროს საზოგადოების უწყებაში არსებული სკოლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი რწმუნებულთა საერთო კრების დანიშვნის შესახებ. გამგეობის განჩინებით, კრება უნდა დანიშნულიყო 11 მაისს, უნდა მიეწერათ განყოფილებებისთვის დაუყოვნებლივ წარმოედგინათ წლიური ანგარიშები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის დანიშვნის საკითხი. განყოფილების გამგეობა თხოულობს, ხსენებული სკოლის მასწავლებლად ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია. გამგეობამ გადაწყვიტა, წინადადება მიეცეს ზუგდიდის განყოფილებას, სკოლა გადასცეს ადგილობრივ ერობას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 21 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი მიმართავს უმაღლესი და საშუალო სკოლათა მთავარ გამგეს, რომ გიმნაზიის ექიმ ალექსანდრე ივანეს ძე ბალარჯიშვილს ნამსახური წლები ჩაეთვალოს სახელმწიფო სამსახურში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 მარტის შემდეგ ნოე რამიშვილის შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრობის დროს სამივე სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 21 მარტს საყოველთაოდ დემოკრატიულად არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ, როდესაც ერთპარტიული სოციალ-დემოკრატიული მთავრობა დაამტკიცა, ნოე რამიშვილს ერთდროულად სამი უმნიშვნელოვანესი უწყება − შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების სამინისტროები ჩააბარა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 მარტის შემდეგ ნოე რამიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მისი ბრძანებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო რამდენჯერმე დროებით დაიხურა ეროვნულ-დემოკრატიული, ნაციონალისტური, რუსული და დაშნაკური პრესის ორგანოები, ამავე მიზეზით დააკავეს რამდენიმე პირი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის მაისში, ნოე რამიშვილის სამხედრო მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თავად მინისტრი გახლდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-21 წლებში ნოე რამიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა და საზოგადოება „რკინის მინისტრად“ მოიხსენიებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს, ნოე რამიშვილის განათლების მინისტრობის დროს, მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, გაიზარდა უნივერსიტეტის დაფინანსება და სახელმწიფო მხარდაჭერა, გაფართოვდა მთავრობის მიერ დასავლეთ ევროპაში ქართველ წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 მარტის შემდეგ ნოე რამიშვილის მინისტრობისას უფრო მეტად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით წესრიგის დამცავი ორგანო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მონისტრის მოადგილის მდივნის მოხსენება ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. დაადგინეს, რომ საყვედური გამოეცხადოთ მასწავლებლებს – არსენიშვილსა და ხელაძეს; გიმნაზიის დირექტორს მისწერონ, ყველა ზომა მიიღოს გიმნაზიაში წესრიგის აღსადგენად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ქალთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სასწავლებლად გადაკეთების საკითხი მოისმინეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლების _ ძიძიგურისა და გვახარიასთვის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდების მინიჭების შესახებ. დაადგინეს, მიენიჭოთ წოდება.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ თევდორე რაზიკაშვილისთვის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდების მინიჭების შესახებ. მიანიჭეს და დუშეთის სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ თელავის ორკლასიანი სკოლის გამგეს ან. ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავნა და დაავალა სისრულეში მოეყვანა დირექტორის დადგენილება ივანე ბარკალაიას შესახებ. თუ სასწავლებელი ვერ შეძლებდა 440 მანეთის გადახდას, მაშინ შუამდგომლობა უნდა აღძრულიყო ქალაქის თვითმართველობის წინაშე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს აცნობა, რომ გიორგი მინას ძე აბაშიძე გიმნაზიის ყველა კლასში ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ.

