რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე 1895 წლის 1-ლი აგვისტოდან ძველი ენების მასწავლებლად განჯის გიმნაზიაში დანიშნეს. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1915 წელს პლატონ აბულაძემ დაიმსახურა პენსია და 1-ლი სექტემბრიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან. იგი მიწვეული იყო ლათინური ენის მასწავლებლად თბილისის ყოფილ ვაჟთა სათავადაზნაურო გიმნაზიაში ახალი სახელწოდებით თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიაში. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ შუამდგომლობს პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს, რათა მას ყველა ნამსახური წელი ჩაუთვალონ ნამდვილ სამსახურში და დაამტკიცონ ლათინური ენის შტატის მასწავლებლად. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს 10 მარტის N1942 მიწერილობის პასუხად აცნობა, რომ მასწავლებელ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის ნამსახურებითი სია, ატესტატი და სწავლა-განათლების მოწმობა წარდგენილი იყო ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორისაგან კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატში 1918 წლის 17 ივნისს N537-ით შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ როგორც ნინო აკოფაშვილის სიტყვიერი განცხადებიდან ჩანდა, მან 1902 წელს დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, შემდეგ სამი წელი იყო გერმანიაში გერმანული ენის პრაქტიკის შესასწავლად. ამასთანავე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, მთავარგამგე ვარლამ ძიძიგურისთვის ეცნობებინა, რა საგნის სპეციალისტი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, რომ თავისი ცენზის შესახებ საბუთები წარედგინა.
1919
ტიპი: თანამდებობა
განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა II გიმნაზიის დირექტორს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა ვერა გლადკოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ საქართველოს კათალიკოსთა საბჭოს სთხოვეს, რომ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის ნამსახურობის საბუთები სამინისტროში გაეგზავნა, რათა ბარნაბიშვილის ნამსახურობის წლები გაერკვიათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ თელავის ორკლასიანი სკოლების გამგე ჭავჭავაძეს მისწერეს, რომ 1918 წლის 20 თებერვლის სამშენებლო კომისიის დადგენილების თანახმად, ივანე ზურაბის ძე ბარკალაიასთვის გადაეცა 440 მანეთი. თუ სასწავლებელი ვერ მოახერხებდა თანხის გამოყოფას, მას ქალაქის თვითმმართველობისთვის უნდა მიემართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ თელავის ორკლასიანი სკოლების გამგე ან. ჭავჭავაძეს შეატყობინეს, რომ მას უნდა შეესრულებინა დირექციის 1917 წლის 27 ნოემბრის N58 დადგენილება ივანე ბარკალაიას საქმესთან დაკავშირებით.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე 1895 წლის 1-ელი აგვისტოდან განჯის გიმნაზიაში ძველი ენების მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორის, ნიკოლოზ ჩიგოგიძის წერილი, რომ ალექსი ბალარჯიშვილი 1918 წლის 1-ელ ოქტომბრამდე თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტის დადგენილებით თვეში 474 მან. და 66 კაპ. ჯამაგირს იღებდა, ხოლო ახალი შტატების შემოღების შემდეგ – 300 მან., ე.ი. 174 მან. და 66 კაპ. ნაკლებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გრიგოლ ამაღლობელის გაკვეთილები მიეცათ შალვა ქარუმიძის, გ. გ. მამრაძისა და ამხარ-ბეგ ქალანთაროვისთვის. ორი თვის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს აცნობა, რომ N65 ბრძანებით, 1919 წლის 1-ლი მარტიდან ქართული ენის მასწავლებლად დაწყებით ოთხ კლასში გიორგი მინას ძე აბაშიძე დაამტკიცა. ცნობას ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ისონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს დაბა ლაილაშში (ლეჩხუმის მაზრა) გამართულ კრებაზე აირჩიეს ლაილაშის დრამატული საზოგადოების გამგეობა: თავმჯდომარედ – გ. ჩაჩხიანი, მოადგილედ – ვ. გულბანი, მდივნად – ი. კოპალიანი, ხაზინადრად – თ. ქარსელაძე, თავისუფალ წევრად – მ. დალაქიშვილისა და კანდიდატებად – ალ. ალხაზაშვილი, შ. და გრ. მჟავანაძეები, სარევიზიო კომისიის წევრებად – გ. მახარობლიძე, მ. ბერუჩაშვილისა, მ. ალხაზიშვილი; შეიქმნა სცენის მოყვარეთა დასი შ. მჟავანაძის რეჟისორობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს, მთავარგამგე გ.ნათაძე და საქმის მწარმოებელი ნიკ.აბესაძე, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს, 28 თებერვლის #317, მათი ქაღალდის დასამატებლად სთხოვენ, მასწავლებელ ა.ალშიბაიას აცნობონ რამდენი წლის ჯამაგირის სათანადო პროცენტი აქვს შეტანილი საპენსიო კარის გასაძლიერებლად. ეს ცნობა საჭიროა ხსენებული მასწავლებლის სამსახურის ჩათვლისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გრიგოლ ამაღლობელი, როგორც არაშესაფერისი პირი. ამაღლობელი მოსწავლეებს მასწავლებლების წინააღმდეგ ამხედრებდა, ცდილობდა შური ეძია მასწავლებლებზე და კლასის დამრიგებელზე. ის გიმნაზიაში კონფლიქტურ ატმოსფეროს ქმნიდა და მასთან თანამშრომლობა გაუსაძლისი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს განათლების სამინისტროს დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ ალექსანდრე წერეთელს, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ უფროსი ქალი თამარ ჯავახიშვილი დროებით ქალთა ინსტიტუტის გამგედ დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს ჰკითხეს, ხელფასის რამდენი პროცენტი ჰქონდა ხაზინაში შეტანილი საპენსიო ბიუჯეტის შესავსებად მასწავლებელ ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანს. ეს ცნობები მათ ნამსახურეობის სიის შესადგენად სჭირდებოდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1916 წელს თელავის სასწავლებლის შენობის პირველი სართული შეამოწმეს სახალხო სკოლების დირექტორმა ოდოევმა და ინსპექტორმა ნიკოლაი პოგორელოვმა და მოეწონათ. ბარკალაიამ მათ გარკვეული ოდენობის თანხის დამატება სთხოვა, რადგან ყველაფერი ძვირდებოდა და შესაბამისად, მეტი ოდენობის თანხა სჭირდებოდა. ისინი დაპირდნენ, რომ როცა მშენებლობას დაასრულებდა, ანგარიშიდან აღარ დაუქვითავდნენ მეორე სართულის კარების და ფანჯრების ცარიელი ადგილების საფასურს. ბარკალაიას აზრით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, რადგან ათანასე ნემცანმა უარი თქვა ვალდებულებაზე. იგი სამუშაოს პერიოდში აღარ გამოჩენილა და მთელი ვალდებულება ბარკალაიამ შეასრულა, რისთვისაც გასამრჯელო ნამდვილად ეკუთვნოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ თელავის სასწავლებლისთვის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების დროს სამშენებლო კომპანიამ დირექციასთან აღძრა შუამდგომლობა, რათა ბარკალაიასთვის მიეცათ სასწავლებლის შენობის მეორე სართულის ფანჯრებისა და კარების ცარიელი ადგილების საფასური, რაც გამოკლებული იყო ანგარიშიდან. ეს საფასური, ინჟინერ იოს. ლომიძის ანგარიშით, 440 მანეთი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ თელავის სასწავლებლისთვის შენობის მშენებლობის პერიოდში მან ყველა ვალდებულება შეასრულა, ათანასე ნემცანმა კი – არა. ბარკალაიამ ააშენა ორი შენობა, რადგან შენობას სარდაფისთვის მეტი ფართი დასჭირდა. ამასთანავე, სკოლის გამგე ან. ჭავჭავაძისამ საკუთარი ბინაც გაადიდა, რის გამოც 56 კუბური საჟენის ნაცვლად 114 კუბური საჟენი ააშენა, შედეგად იგი რამდენიმე ათასი მანეთით დაზარალდა.

