საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90029

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ევგენი ჟარკოვსკის სტატია გროზნოში გამეფებული ანარქიის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ გადმოსცემს ინგუშთა სოფლების აკლების ამბებს: დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა უწყვეტი საარტილერიო იერიშით იძულებით ჩაითრიეს უთანასწორო საომარ მოქმედებაში სოფლების, ეკაჟევოსა და სურხის მშვიდობიანი მოსახლეობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ იუწყება, რომ დენიკინელთა მიერ ინგუშთა ორი აულის, სურხისა და ეკაჟევოს აკლების შემდეგ უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი მცხოვრებნი ლტოლვილებად მოედვნენ სოფლებს. ამას ზედ დაერთო ქოლერა. საშინელი ეპიდემია ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. მჭიდროდ თავმოყრილ მოსახლეობაში არ ხერხდებოდა ავადმყოფთა იზოლირება, არ იყო არც ექიმი და არც საჭირო მედიკამენტი, რადგან ბოლშევიკების ხელისუფლების დროს აშენებული საავადმყოფო და ამბულატორია დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) საომარი მოქმედებების დროს განადგურდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) მიერ გამოჩენილი ეკონომიკური სისასტიკისა და მოსახლეობისთვის დაუნდობელი კონტრიბუციების დაწესების შესახებ იუწყებოდა. ინგუშთა აულების, ეკაჟევოსა და სურხის გაძარცვისა და გადაწვის შემდეგ დენიკინელებმა მოსახლეობას დიდი გადასახადები დაუდგინეს.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ჩერქეზთა მეჯლისის საქმიანობის მიმოხილვისას აჰმედ ცალიგოვი აღნიშნავს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს ელჩების დაგზავნა კონსტანტინოპოლში, პარიზსა და ლონდონში საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ელჩობა იზმაილ-ბარაქაი-იფა-ძიაშის ხელმძღვანელობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბერის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, ჯიქები თავიანთი წინამძღოლის რეშიდ გეჩის გავლენით გულგრილად შეხვდნენ 1862 წელს მეჯლისის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მებრძოლთა გაგზავნის მოწოდებას აბაძეხების დასახმარებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით 7, 8 და 9 სექტემბერს ქართულმა კაპელამ ფრონტზე სამი კონცერტი გამართა. კონცერტს წინ ზაკსოიუზის წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარის სიტყვა უსწრებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნავდა, რომ გენერალი კორი თბილისიდან მან გააცილა. მის გასაცილებლად ქუჩის გასწვრივ, ორი მილის მანძილზე, სამხედროები იდგნენ, მინისტრები კი სადგურში ელოდებოდნენ. ქართველებმა მისი სადღეგრძელო დალიეს და იმედი გამოთქვეს, რომ სამუდამოდ არ ემშვიდობებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს გიორგი ანდრიაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მისთვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის ადგილი მიეცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 7 სექტემბერს გიორგი ანდრიაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად ითვლებოდა. ის სამინისტრომ დაამტკიცა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შტატის მასწავლებლად გიმნაზიის ყველა კლასში. ამ საგნებთან ერთად დროებით გეომეტრიასაც ასწავლიდა, გარდა რუსული ენისა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს გიორგი ანდრიაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ ოჯახი ქუთაისში ჰყავდა და ოზურგეთში დარჩენა მისთვის ძნელი იყო, ამიტომ უმორჩილესად ითხოვა გაკვეთილები მიეცათ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 7 სექტემბერს ნატალია რაზმაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მისმა შვილმა შალვა რაზმაძემ (დაბად. 1904 წელს) ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში და მესამე კლასის მისაღებ გამოცდებზე დაშვება სთხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ საღამოს ძველი მეგობარი ანასტსია წერეთელი ინახულა. მან უთხრა, რომ 1918 წელს გერი გარდაეცვალა, შემდეგ კი ქალაქგარეთ ყოფნისას სახლი გაუქურდეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ მალე სომხეთსა და ერევანში აპირებდა წასვლას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ გენერალმა კორიმ საქართველოში ოთხი თვე გაატარა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ანასტასია წერეთელი მარჯორი უორდროპის გარდაცვალების ათი წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალის სპეციალური ნომრის გამოშვებას აპირებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ გენერალმა კორიმ უკანასკნელი წუთები თბილისში მასთან ერთად გაატარა. იგი ქართველებმა თბილისიდან ცერემონიით გააცილეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგმა, სიმონ ლუკას ძე ავალიანმა კავკასიურ-ევროპული ბანკის (ყოფილი „ფრიდონოვისა და ამხანაგობის“) წესდება დაამტკიცა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სურამის ებრაელთა მრავალრიცხოვანი კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი ხიდიბეგიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დაესწრო გენერალ კორის პატივსაცემად გამართულ ვახშამს, რომლის თამადაც დავით ღამბაშიძე იყო. ღამბაშიძემ ყველა სადღეგრძელო ინგლისურად თარგმნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ცაგერის ერობას მისწერა, რომ ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.