საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის (სამინისტროს მის.: თბილისი, გოლოვინის პრ. N23) მინისტრმა გიორგი ჟურულმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ, მასთან შეთანხმების თანახმად, გასულ წელს განიზრახეს გზათა სამინისტროსთვის გემების გადაცემა რიონის ფლოტილიისათვის. მას გადაეცა ბათუმიდან ფოთის სარემონტო სახელოსნოებში ევაკუირებული ინსტრუმენტები, ჩარხები და სხვა ქონება. გ. ჟურულმა გზათა მინისტრს სთხოვა, გაეცა განკარგულება, ფოთის პორტისთვის დაებრუნებინათ ბათუმის პორტის ყოფილი ქონება. ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად უფლებამოსილება მიანიჭა ფოთის პორტის სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელ გემის ინჟინერ გოკიელოვს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, წევრები: ლ. ბოცვაძე, ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1919 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. დაამტკიცეს აღრიცხვა: შემოსავალი 611341 მან. 32 კაპ. გასავალი 606253 მან. 11 კაპ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის სახალხო გვარდიის შტაბის თხოვნა ამავე შტაბის გვარდიელებისთვის ახლად დაარსებული წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მას ათი თუმნის წიგნები გადასცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის მესამე სარაიონო კომიტეტთან დაარსებული კულტურულ-განმანათლებელი სექციის თხოვნა, აღმოუჩინოს დიდუბის ბიბლიოთეკას 2000 მან. დახმარება წლიურად. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე მითაიშვილის თხოვნა, მისთვის დაებრუნებინათ დისშვილის, დომენტი ართილაყვას მიერ ტილოზე დახატული ილია ჭავჭავაძისა და ეგნატე ნინოშვილის პორტრეტები, რომლებიც საზოგადოების კანცელარიაში ინახებოდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა, 15 დღით გაეთავისუფლებინათ, რადგან ოჯახში სახადიანი ავადმყოფები ჰყავდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო დედაბრიშვილის განცხადება საკომისიო წიგნებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ. გამგეობის დადგენილებით მას 900 მანეთი უნდა მისცემოდა ავანსად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ზედამხედველი იყო რაისკი სტანისლავ იოსების ძე, რომელიც თანამდებობაზე იყო 1920 წლის 1-ლი თებერვლიდან და მას წლიური ხელფასი1920 წლის 1-ლი იანვრიდან ჰქონდა 12000 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი თებერვლიდან თედო ბეგიაშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენისა და ფსიქოლოგიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი თებერვლიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე ცაგერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლამდე მიხეილ ჩიქვინიძე სოფელ ვარიანის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1-ელ თებერვალს ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის მესამე სარაიონო კომიტეტთან დაარსებული კულტურულ-განმანათლებელი სექციის თხოვნა, აღმოუჩინოს დიდუბის ბიბლიოთეკას 2000 მან. დახმარება წლიურად. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში ლავრენტი კვიკვიძეს ჰქონდა დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის მოწმობა, რითაც შეეძლო ურიგოდ მიეღო სამგზავრო ბილეთები. მას არჩევნებისთვის საჭირო კონვერტები, ბიულეტენები, პირადობის ბარათები და წესები გადაჰქონდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის თებერვალში ალექსანდრე ლომთათიძე გორის სამაზრო კომისიის თავმჯდომარე კობერიძეს სწერს, რომ პარტიებს დასარიგებლად უნდა მისცენ ბიულეტინები და ავანსად, ხუთი ათასი მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ქიტიაშვილმა გორის კომისიას უჩივლა. მისი თქმით,  მას ანგარიშს არ უწევენ, ლანძღავენ და ბიულეტენების დასარიგებლად სახარჯო ფულს არ აძლევენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს საავტომობილო განყოფილების მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა მ. ჯიმშალეიშვილმა გზათა სამინისტროს საექსპლოატაციო ნაწილს მიმართა, რომ შეკეთებული ავტომობილების უქონლობის გამო მათი თხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლოთ. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: საექსპლოატაციო ნაწილის გამგემ, ინჟინერ-მექანიკოსმა რახლისმა და საქმისმწარმოებელმა რობბემ.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, პავლე ბლუაშვილმა დაამთავრა ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

პირადი საქმის მიხედვით, პავლე ბლუაშვილი მსახურობდა სამხედრო უწყების კანცელარიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის დირექტორ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანს განათლების სამინისტრომ სთხოვა, ეცნობებინა, როდის და რა ნომრით წარადგინა მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის დოკუმენტები. ხელს აწერენ დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 31 იანვარს დაბა ხარაგაულში რომანოზ დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს შალვა ერმალოზის ძე გენძეხაძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში ითხოვა დასაქმება.