რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 იანვარს გზათა მინისტრის მოადგილე ისიდორე მალანიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის ერთი თვით შვებულებაში გასვლის გამო, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების თანახმად, 27 იანვრიდან შეუდგა მინისტრის მოვალეობის შესრულებას. დედანთან სისწორეს ვასილევი ადასტურებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე ანანიაშვილის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილეს. გრიგოლ ნათაძეს ანანიაშვილის ცოდნის შესამოწმებლად კომისიის შექმნა დაევალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველმა გიმნაზიამ სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის 15 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა ფიზიკის 10 თავისუფალ გაკვეთილზე წარჩინებული ინჟინერ-ტექნიკოსი გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე მიეწვია. გიმნაზიამ მინისტრს სთხოვა ნებართვა, დაეშვა იგი აღნიშნული გაკვეთილების მასწავლებლად. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ი. კუჭუხიძე და საქმისმწარმოებელი მეთ. ცაგარეიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ 15 იანვრიდან ფიზიკის მასწავლებლად გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე დანიშნეს. სამინისტროს ბრძანება N18-ს ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებული გიმნაზიის დირექტორს უნდა წარმოედგინა განმარტება მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის მიერ აღძრული საკითხის (ბარნაბიშვილის სამსახურთან დაკავშირებით) შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ სასულიერო სემინარიის ყოფილმა საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა შუამდგომლობა სთხოვა სამინისტროს, რათა საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან ოფიციალურად გაეთავისუფლებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის გაგზავნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის რევიზორმა ს. ზ. ლეჟავამ განათლების სამინისტროს რწმუნებულ ალ. ს. ნაცვალოვთან ერთად 1919 წლის 19-22 იანვარს ადგილზე გამოიკვლია ლიკვიდირებულ დაწესებულებათა (სამხედრო უწყების გიმნაზია და ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი) შენახვის ხარჯები.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 იანვარს ფოთის პორტის უფროსმა, I რანგის კაპიტანმა ბ. ჭავჭავაძემ გზათა მინისტრ ნოე ხომერიკს მიმართა ბათუმის სამხედრო ნავსადგურის იმ ქონების გადაცემის თაობაზე, რომელიც მან ბათუმის ფლოტის უფროსობის დროს ფოთში გაგზავნა. ტვირთი ფოთის მაგივრად თბილისში ჩავიდა გზათა სამინისტროს განკარგულებაში. გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი გზათა მინისტრს მიმართავს, რომ ამ საკითხის შესახებ დასკვნას ვერ გააკეთებს, სანამ ფოთიდან არ დაბრუნდება კომისია ინჟინერ პისტრიაკოვის თავმჯდომარეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა ფოთის პორტის საჭიროების ადგილზე გაცნობა. ხელს აწერს კანცელარიის გამგე როლკე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 იანვარს ფოთის პორტიდან სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების უფრომა გზათა სამინისტროს მისწერა, რომ პორტის უფროსის, I რანგის კაპიტან ჭავჭავაძის მოხსენების თანახმად, ამიერკავკასიის ფლოტის სარდლის მიერ ფოთში ევაკუირებული 33 ვაგონი ფოთის გვერდის ავლით ერთი თვის წინ თბილისში ჩავიდა მომარაგების კომიტეტის, შემდეგ კი გზათა სამინისტროს განკარგულებაში. ფოთის პორტი სამინისტროს სოთხოვს, აღნიშნული მასალების უკიდურესი საჭიროების გამო ისინი დაუყოვნებლივ უკან დააბრუნონ. წერილს ხელს აწერენ მიჩმანი ბ.ჭავჭავაძეც და საქმეთა მწარმოებელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: ვ. ბურჯანაძე, წევრები: იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების შუამდგომლობა ქართული სკოლის შესანახად ყოველთვიურად 1600 მანეთის გადანახვის შესახებ. ერთი მასწავლებლის ჯამაგირად 600 მანეთი გაითვალისწინეს, დარაჯის ჯამაგირი – 320 მანეთი, გათბობის ხარჯი – 500 მანეთი, ნავთის განათება – 60 მანეთი, ელექტრონის განათება – 50 მანეთი, ორმოს გასაწმენდი – 30 მანეთი, ნაგვის გასატანი – 10 მანეთი, ცოცხი, ტილო, ქაღალდი და კალამი – 20 მანეთი. გამგეობის განჩინებით ბათუმის განყოფილების გამგეობას სკოლის შესანახად 3000 მანეთი გამოეყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების ქართული სკოლის გამგეობის თავმჯდომარის დეპეშა განათლების მინისტრისა და გამგეობის მიმართ, რომელშიც ითხოვდა ახალციხის ერთადერთი ქართული სკოლის შენახვას. გამგეობის განჩინებით, უნდა შეგროვილიყო ცნობები განათლების სამინისტროში შუამდგომლობასთან დაკავშირებით და წიგნების საკითხი გადაედო, ვიდრე მიიღებდა საჭირო წიგნების ნუსხას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის უფროსი მასწავლებლის, მიხეილ ჩიქვინიძის ცნობა ვარიანის საზოგადოებისგან არჩეული 14 კაციანი კომისიის მიერ სკოლის ასაშენებლად შესფერისი ადგილის (ოთხასი კვადრატი საჟენი) მოძებნის შესახებ. საზოგადოება რწმუნებულის გაგზავნას და მშენებლობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვდა. ყოველგვარი საჭირო მასალის საკუთარი ხარჯით მიზიდვას და ფიზიკურად დახმარებას სოფელი თავის თავზე იღებდა. გამგეობამ სასკოლო სექციის დადგენილების თანახმად, დათვალიერების საკითხი გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ქშწკგ საზოგადოების სკოლებში მასწავლებლის ადგილს თხოულობდნენ მარიამ სოფრომის ასული სახელაშვილი, სილოვან (ჭიჭიკო) სიმონის ძე ხუნდაძე, მიხეილ ივანეს ძე კიკნაძე, ოლღა ხაინდრავა-საბაშვილი, ვალერიან თუთბერიძე. მასწავლებლების ადგილები თავისუფალი იყო ყალამშის, გომარეთის, გერგეთისა და ატენის სკოლებში. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გაეცნენ საგურამოს სკოლის მასწავლებლის, ეკატერინე ბახტაძის დეპეშას ავადმყოფობის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1918 წლის დეკემბრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც შეამოწმა და უშეცდომოდ მიიჩნია გამგეობის წევრმა შიო დედაბრიშვილმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე (თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი) განიხილეს სოხუმის გამგეობის თხოვნა, გაეხსნას მას წიგნის მაღაზიისთვის 10000 მანეთის ნდობა. გამგეობამ ეს მოთხოვნა დაამტკიცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასამართლოებში საქმეთა წარმოებისთვის ვექილის არჩევის საკითხი. იმ დროისთვის საზოგადოების იურიდიულ საქმეებს გრიგოლ რცხილაძე განაგებდა. გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო ამ საქმის მოგვარება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1918 წლის სტიპენდიატების, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის, თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების შესახებ. გამგეობის განჩინებით იანვრიდან მაისის ჩათვლით თითოეულს თვეში ასი მანეთი დაუნიშნეს.

