საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად დაამთავრა ეკონომიური ფაკულტეტი ადგენს მოწმობას N1064 და რომ ბანკის განყოფილების დამთავრების დასამტკიცებლად, ასევე, ადგენს ღია წერილს, კომერციული სასწავლებლისგან გამოგზავნილს, საიდანაც წერენ თუ რომელი საგნები უნდა ჩაებარებინა. მათ მიერ მითითებული ყველა საგანი ჩააბარა, რომლის დასამტკიცებლად ადგენს საბუთებს. მართალია, ეს საბუთები შემთხვევით შერჩა ხელში და უფრო დასამტკიცებელი საბუთები იყო საგნების წიგნში, რომელიც დატოვა კომერციული ინსტიტუტის კანცელარიაში და სთხოვა გამოეგზავნათ ბანკის განყოფილების დამთავრების მოწმობა. ეს იყო 1917 წლის აპრილის დასასრულს, მოსკოვიდან გამოგზავნილი ღია წერილი, რომელშიც აღნიშნულია გამოცდის დრო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში აცნობს სადიპლომო თხზულების თემას და როდესაც მოითხოვს მაშინვე წარუდგენს. კითხვაზე პასუხი თუ რატომ არ გააგზავნა სადიპლომო თხზულება კომერციულ ინსტიტუტში არის ის, რომ როგორც ცნობილია, 1917 წლის შემდეგ რუსეთში ანარქია იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს თუ რატომ აქვს უფლება უფროს კლასებში ასწავლოს მათემატიკა. მან ორ ფაკულტეტზე ჩააბარა უმაღლესი მათემატიკა და ფიზიკა, რომლის გარეშეც არა თუ შეიძლებოდა დაემთავრებინა, არამედ უბრალო მსმენელადაც კი ვერ იქნებოდა ბანკის განყოფილებაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ ორ წელზე მეტი იყო, რაც მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ წინანდელი დამტკიცება შეესწორებინა და უფროსი კლასების მათემატიკის მასწავლებლად დაემტკიცებინა. მას შესაძლებლობა ექნებოდა თავისი სამსახურის ხუთეული 1920 წლის მაისიდან მიეღო. ის უსახსრობით ძალიან შეწუხებული იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე 1919 წელს სოციალ-ფედერალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამ თანამდებობას ასრულებდა 5 თვის განმავლობაში, ამავე დროს იყო ლექტორი მოსწავლეთა ორგანიზაციებში.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს მიხეილ ანჩაბაძე ირიცხებოდა მე-2 ესკადრონის პირველ ქართულ პოლკში, რომელშიც ასევე მსახურობდა ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919-1920 წლებში ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ დეკანოზიშვილი თელავის საპყრობილის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილების უფროსი დავით გრიგოლის ძე ელიავა, თბილისის თვითმმართველობის სამსახურში შესვლის გამო, სამინისტროს მოხელეთა სიიდან ამოიღეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოლიკარპე ლანდია ბორჩალოს მაზრის კომისრად დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში კოტე ფოცხვერაშვილის მომღერალთა გუნდმა სახელმწიფო თეატრში კონცერტი გამართა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პ. ზ. ფაჩულია სისხლის სამართლის მილიციის უფროსად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ბ. ოვანიანი შულავერის კომისარი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოდპოლკოვნიკი ისრაფილ იედიგაროვი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის იაილაგათა (კოჩევების) მაზრის გამგედ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იონა გიტოს ძე კიზირია შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ევგენი ალექსანდრეს ძე ბელორუსოვი გორის უბნის სასამართლოს გამომძიებლის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ივანე ივანეს ძე შმიდტი სოხუმის პირველი უბნის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე ლორთქიფანიძე ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის კომისარი იყო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ ყალბი ბონების გამსაღებელი სედრაკ პაპოევი შეიპყრო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ შეიპყრო ნიკა სიყმაშვილის მკვლელები – დავით რამაზაშვილი და ანტონ მგალობლიშვილი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ დააპატიმრა არშაკ სარქისოვი და გიგუა აზატოვი, რომლებმაც ტარიელ გვათუა გაქურდეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლონდონში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა დავით ღამბაშიძემ მიიღო ცნობა, რომ დენიკინი აპირებდა ამიერკავკასიაზე გამოლაშქრებას. ღამბაშიძემ მოლაპარაკება გამართა ლოიდ ჯორჯთან, რომელმაც აღუთქვა, რომ დენიკინის სვლას ამიერკავკასიისკენ მოკავშირეები შეაჩერებდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს, ბორჩალოს მაზრის კომისრის, ლანდიას ცნობით, დაიწყო შეტაკებები ყაჩაღთა ორი ბრბოს წინააღმდეგ, რომელთაც ცნობილი ყაჩაღები მაჰმუდ სულეიმან-ოღლი და მაქსო მჭედლიშვილი მეთაურობდნენ. ისინი მხეცურად იქცეოდნენ და მოსახლეობას შიშის ზარს სცემდნენ.