საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92922

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომაზე განიხილებოდა კონსტანტინე და ბესარიონ გურულების კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1919 წლის 20-29 აგვისტოს მოქმედების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას საქმე მოახსენა პალატის წევრმა გ. ზ. ჩაჩიბაიამ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს გ. ზ. ჩაჩიბაია თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას თავმჯდომარეობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი ალექსანდრე დავითის ძე კეკელია იუწყებოდა, რომ იღებდა კანის, ვენერიულ და სიფილისიან ავადმყოფებს თავის სამკურნალო კაბინეტში მისამართზე: მიხეილის პროსპექტი N11.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ალექსანდრე ასათიანმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საპასუხოდ სიტყვა წარმოთქვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე (საქმის მწარმოებელი მანდარია) 1919 წლის 29 დეკემბერს განათლების სამინისტროს მიმართავდა, რომ ლაილაშის უმაღლესი პირველ დაწყებითი სასწავლებლის საგნების მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დროებით გიორგი ანტონის ძე ჩაჩხიანი დაენიშნა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი, მდივანი — ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 დეკემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით ბაქოს განყოფილების წევრებს მისწერა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი ინტერესების მიუხედავად, ძველებურად განეგრძოთ მუშაობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის სასარგებლოდ გაიმართა დილა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ, სიკო ფაშალიშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ, კონსტანტინე ჭიჭინაძემ და სხვებმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 დეკემბერს გორში, ადგილობრივ კლუბში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრმა ქრისტეფორე რაჭველიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ევროპა და საქართველო“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე. ღონისძიებას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, გამოვიდა პროფესორ ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ჰიდრავლიკის პირველი დაწყებითი პრაქტიკული სახელმძღვანელო. წიგნი პოპულარულ ენაზე იყო შედგენილი და 25 მანეთი ღირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიმართა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ქ. შარაშენიძე, კ. ნინიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადის უფროსის თხოვნა, ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გასავრცელებლად დათმობოდა მას სახელმძღვანელო წიგნები. ბრიგადის სკოლებში 200 კაცი სწავლობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის წიგნები მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის ნავარაუდევი თანხიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის განცხადება, მისი შრომის, „საქართველოს მოკლე ისტორიის“ გამოცემის შესახებ. ხსენებული წიგნი მიცემული იყო სტამბაში ასაწყობად. ის ჰონორარად თხოულობდა ნომინალური ფასის 20%-ს, 1500 მანეთს. 6 იანვარს მას უნდა მიეღო 9000 მანეთი, ხოლო დანარჩენი წიგნის გამოსვლის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ქუთაისის მაზრის მასწავლებელთა კავშირის ტობანიერის ფილიალის განყოფილებამ გადაწყვიტა, გახსნას წიგნის მაღაზია და ხელმისაწვდომ ფასებში მიაწოდოს როგორც მოწაფეებს, ისე ხალხს სახელმძღვანელო და სახალხო საკითხავი წიგნები. განყოფილების გამგეობა თხოულობს, დაეთმოს მას წიგნები ნისიად და პროცენტის დაკლებით. გამგეობამ ჯერჯერობით უარი უთხრა წიგნების ნისიად დათმობაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სრულიად საქართველოს აგრონიმიულ დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტი თხოულობდა მომავალი გამოფენისთვის, რომლის გამართვა განზრახული ჰქონდა კომიტეტს მომავალი წლის იანვრის დამლევს, დათმობოდა წიგნსაცავ მუზეუმიდან გამოფენის საჭიროებისთვის საჭირო ჟურნალები და წიგნები, რომელიც უკანვე დაუბრუნდებოდა მუზეუმს დიდი მადლობით. გამგეობამ არსებული მუზეუმის წესდებით შეუძლებლად ჩათვალა შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემლობის გამგის მოხსენება „დედაენისა“ და სხვა წიგნების დასურათების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მათი დასურათება მხატვრებისთვის მიენდოთ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ისიდორე კვიცარიძის თარგმანის „როგორ ცხოვრობდნენ ძველად ადამიანები“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაიბეჭდოს გ. ჯავახიშვილის შესწორებით, ჰონორარად მას მიეცეს 300 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაიბეჭდოს საერთო გეგმის თანახმად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი აგენტების საშუალებით წიგნების გავრცელების შესახებ. წიგნებს გაავრცელებდნენ შემდეგი დაწესებულებანი: გორის, სიღნაღის, და თიანეთის სამაზრო ერობები, ზუგდიდის კოოპერატივთა კავშირის გამგეობა და წიგნების გამომცემლობა „განათლება“ ქუთაისში. გამგეობამ ეს ინფორმაცია ცნობად მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ლომთათიძის განცხადება მისი ზღაპრების და ანდაზების გამოცემის შესახებ. მან შეკრიბა ანდაზები და სთხოვდა საზოგადოებას ამ მასალის გამოცემას. მას აინტერესებდა, რამდენს გაიღებდა საზოგადოება ჰონორარად. გამგეობამ გადაწყვიტა, ეთხოვოს შეკრებილი მასალის გადმოგზავნა, თან განემარტოს, რომ ანდაზების გამოცემას აწარმოებს სპეციალურად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.