რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სახალხო განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ აცნობონ იმ დაწესებულებებს, სადაც სამსახური აქვს. სახელდობრ: პირველ კომერციულ სასწავლებელს, ქალაქის სახელოსნო სასწავლებელს და მანთაშევის სავაჭრო სკოლის უფროსებს, რათა მათ განკარგულება გასცენ განწესებათა შეცვლის შესახებ, იმ ორი კვირის განმავლობაში, როდესაც იგი თავისი პირდაპირი სამსახურისთვის მოუცლელი იქნება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს კრებაზე, რომელზეც ფარმაცევტული კათედრის შექმნის საკითხი განიხილებოდა, მოხსენება წაიკითხა ბ. იაკუბოვიჩმა. მან ისაუბრა სასწავლებლის პროგრამაზე და გამოთქვა აზრი რუსულ კერძო უნივერსიტეტთან ფარმაცევტული განყოფილების დაარსების შესახებ. ფარმაცევტებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან თანხმობის შემთხვევაში ქართულ მთავრობას სახელი გაუტყდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს გიორგი გიორგიძე დაესწრო სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომას, რომელზეც მას გაკვეთილები გაუნაწილეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 სექტემბერს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ვერა პავლეს ასულ რუხაძეზე დაქორწინდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა, რადგან მრავალშვილიანი მამა იყო, ამასთანავე, ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობით შვილების სწავლის საფასურის გადახდა უფრო გაუადვილდებოდა. ასევე, მისწერა, რომ ქალთა მე-2 გიმნაზიაში მის ნაცვლად სასურველი კანდიდატი დაენიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1917 წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქალთა მე-2 გიმნაზიის ყველა კლასში, თუმცა შტატგარეშე თანამშრომლად ითვლებოდა, რის გამოც მან, პარალელურად, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლის ადგილისთვის განცხადება შეიტანა. საბოლოოდ, ორივე გიმნაზიიდან, ქალთა მე-2 გიმნაზიიდან და მე-2 ვაჟთა გიმნაზიიდანაც წარადგინეს მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა მილიციონერი ი. ეპიტაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე მოხდა თავდასხმა. დანაშაულის ადგილზე დაიჭირეს ჯარისკაცები, თ. ღვიმბრაძე და გ. ნასყიდაშვილი, რომლებსაც აღმოაჩნდათ მილიციონერებისთვის ჩამორთმეული „ვინტოვკები“.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლეს მილიციონერი ს. ზუკაკიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურის მილიციონრებს, ეგორ იმედაშვილს, ი. ეპიტაშვილსა და ს. ზუკაკიშვილს ბოროტმოქმედებმა გამოსძალეს 2750 რუბლი, ვერცხლის ქამრები და საათები და ორი „ვინტოვკა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბრის ღამეს ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ „ორხევის“ საფოსტო სადგურის მილიციონერებს: ეგორ იმედაშვილის, ი. ეპიტაშვილსა და ს. ზუკაკიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს კონდახჩიანცის მზა ტანსაცმლის მაღაზიიდან გაიტაცეს 86 ათასი რუბლის საქონელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების გამგის 1918 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის ქალთა II გიმნაზიის საღვთო სჯულის ყოფილი მასწავლებელი ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი ვაჟთა II გიმნაზიაში იმავე საგნის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 27 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ქალთა მეორე გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, სპირიდონ კედია, ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი, რევაზ გაბაშვილი, აკაკი ფაღავა. დადგინდა, საშუალო და დაწყებით სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ყოფილიყო. ასევე საქართველოს ისტორიის სწავლება სავალდებულო უნდა ყოფილიყო არაქართველთათვისაც, მაგრამ ვინაიდან მოსწავლეებმა ქართული არ იცოდნენ, დროებით შეეძლოთ რუსულად ესწავლათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 სექტემბერს პიროვს შეიარაღებულმა პირებმა ბინიდან მუქარის ქვეშ გამოსძალეს 30 ათასი ბონი, 16 ათასი რუბლი და ძვირფასეულობა 186 ათასზე მეტის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. თითქოს სარაჯევს გამგეობაში მოუგვარებია ეს საკითხი, ოღონდ 27 სექტემბერს მათთვის ისევ მიუკითხავს მილიციონერს, რომელსაც ხელში ეჭირა საბინაო განყოფილების ახალი ბრძანება მოქალაქე ჩ-ს ბინაში შესახლებისა და ექიმ სარაჯევის იქიდან გამოსახლების ტექსტით.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა ქალთა მე-2 გიმნაზიის საღმრთო სჯულის მასწავლებლის, მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის განცხადება მე-2 ვაჟთა გიმნაზიის შტატში გადაყვანის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918ს წლის ნიკოლოზ ბარნაბიშვილის პირადი საქმის მიხედვით, სასულიერო გიმნაზიისა და სასულიერო სემინარიის შეერთების შემდეგ სასულიერო სემინარიის ყველა მოხელე-მოსამსახურე მე-8 გიმნაზიის შემადგენლობაში მიიღეს. ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, როგორც თვითონ წერს, უმიზეზოდ აცდევინებდნენ და თანამდებობის დასაკავებლად უცხო პირს ეძებდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრი 1918 წლის 26 სექტემბრის მოხსენებაში „თბილისში სახელმძღვანელობის რეკვიზიის შესახებ“ აღნიშნავდა, რომ ბევრი პირი სახელმძღვანელოებით სპეკულაციას ეწეოდა, რაც აუტანელ პირობებში აყენებდა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ის სთხოვდა მინისტრთა საბჭოს, დაერთოთ ნება ამ სახელმძღვანელოთა რეკვიზაციის, რათა ახალგაზრდებს მათი ნორმალურ პირობებში შეძენის საშუალება მისცემოდათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა სწავლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგიევი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.