საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბესარიონ თედორეს ძე ვაშაკიძეს დაევალა რკინიგზის ცენტრალური საწყობიდან 32 ბიულეტენის და სხვა საარჩევნო მასალის მიღება და ბორჯომში დამფუძნებელი კრების წევრ ლეო რუხაძისთვის გაგზავნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1921 წლებში არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია საქართველოს ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 იანვარს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ბარბალე ილიას ასულმა მაჭავარიანმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში ითხოვა დასაქმება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მარო მაყაშვილი ნინო აბაშიძე-ორბელიანის დაკრძალვას დაესწრო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს მარო მაყაშვილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თამარ რცხილაძე და თამარა მარჯანიშვილი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მერვე კლასის მოსწავლეები გახდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ნიცა ნასიძე, თამარ ბეჟანიშვილი და ქსენია ღაღანიძე, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თამარ რცხილაძე და თამარა მარჯანიშვილი, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ქეთევან ჯაფარიძე, მარო მაყაშვილი და ტასო რამიშვილი, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ალექსანდრე ფიცხელაური ირაკლი ურუშაძეს დეპეშით ატყობინებდა, რომ სოფლებიდან აირჩა კომისიები და არჩევნები კვირას, ოც იანვარს ჩატარდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის იანვრში ალექსანდრე ლომთათიძე გორის კომისიას სწერს, რომ გამოქვეყნებულიყო სიები 25 იანვრამდე. დამატებით ფულს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის გამოგზავნის შემდეგ მიიღებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს სპირიდონ მალხაზის ძე კედია ატყობინებს ფოთის საქალაქო საარჩევნო კომისიას, რომ ზოგიერთ სოფელში კომისრები პარტიული მიზნით გამოდიან და მტრებად აცხადებენ სხვადასხვა პარტიას. ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ასე მოექცნენ ეროვნულ-დემოკრატების ერთ-ერთ წევრს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის იანვარში ნიკიტა სპირიდონის ძე ჩიტაიას, დამფუძნებელი კრების არჩევნების ფოთის მთავარი საქალაქო კომისიის რწმუნებულს, დაევალა ცენტრალური კომისიიდან წამოეღო 8114 კონვერტი, ამდენივე სახელობითი მოწმობა და ბევრად მეტი საარჩევნო ბარათი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ თბილისის რკინიგზის უფროსს სთხოვა, ბიულეტენებითა და სხვა საარჩევნო დოკუმენტებით სავსე 36 ყუთი ბორჯომში კომისიის წევრ ლეო რუხაძისთვის გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ვარციხის სახელმწიფო მამულში დასაქმებული მუშები ეკონომიკური პირობების გამო გაიფიცნენ. მათთან მოსალაპარაკებლად ჩასული შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს ხოტევის პატარა ეკლესიის ნაგავში XV საუკუნის ზატიკი (საეკლესიო წიგნი) იპოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919-20 წლებში რაჭის ეკლესია-მონასტრების დათვალიერების დროს ექვთიმე თაყაიშვილმა გაასწორა ბევრი შეცდომა, რომლებიც წინამორბედმა მკვლევრებმა დაუშვეს წარწერების ამოკითხვისა და სხვადასხვა ნივთის დათარიღებისას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919-20 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა დეტალურად აღწერა და გამოიკვლია ეკლესია-მონასტრები და მათში დაცული სიწმინდეები.