რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რათა „ვეფხისტყაოსანი“ დედანში წაეკითხა და ისე ეთარგმნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იუსტიციის სამინისტრომ კავკასიაში გამოგზავნა თავისი მოხელე კაზარინი. მას დავალებული ჰქონდა ადგილობრივი საპატიმროების მდგომარეობის გაცნობა და მის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს თბილისის გუბერნიის საქალაქო საქმეთა საკრებულომ მიიღო გუბერნიის სამმართველოს წერილი მოქალაქეთა მოურავის, ედიგარ ედიგაროვის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას ბრალად ედებოდა სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ივანე ჯავახიშვილი თეოლოგ ადოლფ ჰარნაკს ქართულ ენას ასწავლიდა ბერლინის უნივერსიტეტში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 მარტს გაიმართა ნაძალადევის თეატრის წევრთა მე-2 წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ალ. ქობულაშვილი, კრების გაგრძელება დაინიშნა 30 მარტისთვის.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მორევი კავკასიის გამოფენის მიწათმოქმედების განყოფილების საექსპორტო კომისიის ექსპერტად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 ოქტომბერს ინჟინერი დომბროვსკი ბაკურიანის დასრულებული რკინიგზის შტოს შესამოწმებლად გაგზავნეს.
1770
ტიპი: თანამდებობა
1770-1836 წლებში სვიმონ ხარაძე ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

