რეგისტრირებული ფაქტები92927
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა დ. მელნიკოვმა, თ. მაღალოვისამ, თ. თეთრაძისამ, ნ. ბახუტოვისამ, ა. მიკირტიჩევმა და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.
1867
ტიპი: გარდაცვალება
1867 წლის 12 იანვარს იოსებ ბაქრაძე ძმისშვილის, სვიმონ ბაქრაძის, სახლში გარდაიცვალა და ჭელიშის მონასტერში დაკრძალეს.
1834
ტიპი: თანამდებობა
1834 წლიდან 33 წლის განმავლობაში მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის საკათედრო ტაძარში პროტოდიაკვნად მსახურობდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 და 1888 წლებში მაკარ ჯანელიძემ ორჯერ შეღება ჭელიშის ეკლესიის სახურავი, შეაკეთა საწინამძღვრო სახლი და ბერთა სენაკები. მისი თაოსნობით აშენდა მონასტერში ახალი ქვის სამრეკლო.
1836
ტიპი: თანამდებობა
მღვდელ-მონაზონი გერასიმე კაციტაძე ჭელიშის მონასტერში 1836 წლამდე მოღვაწეობდა.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის 2 აგვისტოს ჭელიშის მონასტერში მღვდელ-მონაზონი გერასიმე კაციტაძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 24 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ ნიკიფორე კანდელაკი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872 წლის 14 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ნიკიფორე კანდელაკი კაცხის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წელს მაკარ ჯანელიძე ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობიდან გადადგა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა თ. ალექსეევისამ, თ. ბადრიევისამ, დ. ეპიტაშვილმა, ა. ნატრიაშვილმა, ვ. გვრიტიშვილმა, ბ. ჭკუასელიძემ და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა მ. ნ. ფიცხელაურისამ, ა. სეხნიევმა, დ. ე. მოზდოკელმა, ქ. ა. ყანჩაველისამ, თ. ი. მთვარელიძისამ და სხვ. ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომელმა ნ. სემიონოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირა.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 4 ივლისს ალექსი იესეს ძე კანდელაკი მღვდელ-მონაზონმა ონიფანტემ ბერად აღკვეცა და ანტონი უწოდა.

