რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გალაკტიონ სპირიდონის ძე ჭელიძე ზუგდიდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1882 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კონსტანტინე სალუქვაძე 1915 წელს დაარსებულ ბახვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მღვდელი მავრი სპირიდონის ძე ტუსკია 1917 წელს დაარსებული აცანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კირილე ოქროპირის ძე ძოძუაშვილი ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1916 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დ.შანიძე სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1913 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
განათლების სამინისტროს 1918 წლის 26 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ივანე ლუკას ძე ბახტაძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძის 1918 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით (N183) 1-ელი იანვრიდან გიორგი ბერიძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 დეკემბერს გზათა სამინისტროს საავტომობილო განყოფილების ბუღალტერიის წარმომადგენლებმა სალიკვიდაციო ნაწილის გამგე ნ. მაჭავარიანს სთხოვეს, რომ მათთვის სალიკვიდაციო ნაწილებიდან მაგიდა და კარადა დაეთმოთ. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: განყოფილების მმართველის თანამდებობის შემსრულებელმა ინჟინერმა მ. ჯიმშალეიშვილმა და ბუღალტერმა ა. ნაროუშვილმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა, მაიორმა ყარალაშვილმა გამოსცა სავალდებულო დადგენილება (ხელს აწერს კანცელარიის მმართველი ბ. ჩუბინიძე) – საქართველოს რკინიგზის, ქ. ფოთისა და ფოთის ნავსადგურებისთვის, მათი მიდამოებით, გუბერნიათა საერთო დაწესებულებების 23-ე მუხლის მე-19 დამატების თანახმად, მოძრაობა აიკრძალა ქ. ფოთის ქუჩებში 23-დან 5 საათამდე, ნავსადგურში – 20-დან დილის 5 საათამდე; ასევე ღვინითა და ყველანაირი მაგარი სასმლით ვაჭრობა და სმა; ღვინის სავაჭრო სარდაფებში, რესტორნებსა და საზოგადო საკრებულოში ღვინით ვაჭრობა, ყველა გასართობი დაწესებულება, ასევე დუქნები უნდა დაიკეტათ არაუგვიანეს 22 საათისა, სავაჭრო დუქნები და სხვა დაწესებულებები კი – არაუგვიანეს 19 საათისა; სასტიკად იყო აკრძალული იარაღიდან სროლა. გენერალ-გუბერნატორის მიდამოებსა და ქუჩებში მთვრალის გამოსვლა; დადგენილების დამრღვევნი დაისჯებოდნენ სამი თვე ციხით და სამი ათას მანეთამდე ჯარიმით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სამეცნიერო დაწესებულებათა გაერთიანების შესახებ. საკითხი განხილვისთვის კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება საშუალო სასწავლებლებისთვის ავანსის 150 მანეთიდან 1000-მდე გადიდების შესახებ. დაადგინეს, წარედგინოს პარლამენტს კანონპროექტის სახით, რადგან ეს წინადადება ეწინააღმდეგებოდა არსებულ დებულებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის მამულის იჯარით გადაცემის შესახებ ზედ ორსართულიანი შენობის ასაგებად. დასკვნისთვის გადასცეს სახელმწიფო კონტროლიორს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება მასწავლებელ სიმონ გრიაზნოვის პენსიის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება კოტე დოდაშვილისთვის სამეგრელოსა და სამურზაყანოში სამეცნიერო მიზნით სამოგზაუროდ თანხის გაზრდაზე. საკითხი აღსრულებისთვის ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს და სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის მოხსენება თბილისის მე-8 გიმნაზიის დაარსებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ყოფილი სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის კრედიტების განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოიწონეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება 1918 წელს სახალხო სკოლებისთვის კრედიტის გახსნის შესახებ ზედმეტი ხარჯების დასაფარად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო განათლების სამინისტროს სასწავლებლის ექიმის კ. ა. აშიანცის, როგორც „დაშნაკების“ პარტიის წევრისა და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი პირის, თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას ქეთევან ჯინჭველაშვილისთვის ფოსტით დეკემბრის ანაზღაურება 250 მანეთი უნდა გაეგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილით მიმართა ინგლისის მისიის მეთაურ პოლკოვნიკ ჯორდანს სომხეთ-საქართველოს ომის ლიკვიდაციაში დახმარების გაწევის თხოვნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ინტერნაციონალური სამხედრო საბჭოს წევრებად აირჩიეს ნოე რამიშვილი და ვასილ კარგარეთელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ესტატე მაჩაბელი არ იყო ქართული ჯარის კომისარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს უკრაინის რადის წერილი, რის შემდეგაც პავლე საყვარელიძეს დაევალა უკრაინის პოლიტიკის მდგომარეობის შესახებ პროექტის შედგენა, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ეროვნული საბჭოს პოზიცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და გრიგოლ ვეშაპელი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ იოსებ გედევანიშვილი, სტეფანე ახმეტელი და ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და გრიგოლ ვეშაპელი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მოისმინეს 2 პროექტი მობილიზაციის შესახებ. პირველი პროექტის მიხედვით, ჯარში გასაწვევთა ასაკი იყო 19 წელი, ხოლო, მეორე პროექტის მიხედვით - 32 წელი.

