რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დემოკრატიულმა კლუბმა „მუშტაიდმა“ გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ 3 დეკემბერს, 19 საათზე, ცნობილი მსახიობების – ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ნატალია ჯავახიშვილის – მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა გიგოშვილის თარგმნილი ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ ალანი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს ცირკი „მოდერნი“ მართავდა დიდ გალა წარმოდგენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა იაპონელთა დასი (იამადა-საკომისი) და კომიკოსები ვიქტორი და დიმი, აჩვენებდნენ „ხარაკირს“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის მოხსენების საფუძველზე განათლების სამინისტრომ „კალიის“ გიმნაზია დახურა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, მოსკოვში ბოლშევიკებმა დააპატიმრეს სომეხი მოქალაქეები: ლიპარიტ ნაზარიცინი და ოგანესოვი. უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება სომხეთის კორპუსის უფროსსა და დაშნაკცუთიუნის პარტიის აღმოსავლეთ ბიუროს შორის, რათა მათ დროულად დაეღწიათ თავი ციხისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვილჰელმ სოლფის განცხადება. ის წერდა, რომ ბრიტანეთმა გერმანელი ჯარისკაცების დახმარებით მოახერხა და გაიმარჯვა ძალადობაზე, ამას ადასტურებდნენ ბრიტანელი ლორდი დანსლოუნი და გენდერსონი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გენერალ აბელ მაყაშვილის ჯარი შევიდა ახალციხეში, სადაც ადგილობრივები სიხარულით შეეგებნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე განიხილეს თუმანოვ-თარხანოვის შეკითხვა, რომელიც ეხებოდა გუბერნატორის გადაწყვეტილებას არაქართული ეროვნების ადამიანების საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შ. მიქელაძე და განაცხადა, რომ საქართველოს სამანდატო კომისიამ სომხეთის მიერ გამოგზავნილი 20 წევრიდან დაამტკიცა მხოლოდ 8 მანდატი, რადგამ მხოლოდ 8 შეიძლება ჩათვლილიყო საქართველოს ქვეშევრდომად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბერს თავის ბინაში თავი მოიკლა უმცროსმა მილიციონერმა პროკოფო სალარიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს ელისაბედის ქუჩაზე ეფარიანცისა და ასლანოვის სახლში შევიდა რამდენიმე შეიარღებული პიროვნება და გამოიტანეს 3000 მანეთის ძვირფასი ნივთები და ფული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში განიხილა თათართა მიერ გამოგზავნილი კანდიდატების დამტკიცება საქართველოს პარლამენტის დეპუტატებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სოჭიდან მადლობის დეპეშას უგზავნიან სოჭის ოლქის გლეხთა ყრილობის თავმჯდომარე ჯანაშია, ამხანაგები: ვ. ვასილიევი, ზ. პივოვაროვი, ა. ნემჩუკი და კოროლევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაჟდენ არსენიძე, რომელმაც განცხადება გააკეთა გენერალ-გუბერნატორის დადგენილების, „უცხო პირების ქვეყნიდან გაძევების“ შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ნათლად აუხსნა, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა მშრომელთა მასას. ძირითადად დადგენილება შეიძლება მძიმედ დაწოლოდა უსაქმურ გენერლებსა და სხვებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს მკაცრი ზომები უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა საქართველოში მოემგზავრებიან რუსეთის კრედიტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, დაეცვა წესიერება, რათა რომელიმე ფრაქციას არ დაეწყო გენერალ-გუბერნატორობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ თარხანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გაუქმებულიყო გენერალ-გუბერნატორის განკარგულება უცხო და უსაქმური პირების ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რადგან შეუძლებელი იყო ამის გარკვევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკაკი ფაღავა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ბევრი ისეთი პირი იყო, რომელთაც საქმე საერთოდ არ ჰქონდათ და ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთებზე მიიღო გენერალ-გუბერნატორმა დადგენილება ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის თანამშრომლებმა: ი. ბოგვერაძემ, ე. ყურაშვილმა, მ. პატარიძემ, ი. ჭელიშვილმა, ნ. ზავაცკიმ, ი. შერგელაშვილმა, ა. ჭუმბურიძემ, ი. ლოსაბერიძემ, ა.თუთბერიძემ, ნ. ა. იზუმსკიმ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგებმა: თ. დუგლაძემ, მ. ანანჩენკომ, მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძემ, კორნელი ლუკას ძე მაღრაძემ, ლაზარე ვასილის ძე ხმალაძემ, მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკმა, კონსტანტინე რევაზის ძე ლომთაძემ, ტარასი დავითის ძე მამალაძემ, კონსტანტინე გიორგის ძე ჭანტურიამ, კირილე იოსების ძე ბოჭორიშვილმა, ფერდინანდ ფრანცის ძე ბეთანელმა.

