საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს პოლიციის მე-10 ნაწილში, ელისაბედისა და ბატარეის ქუჩის შესაყართან, თბილისის მოქალაქე გ. კანდაროვმა გამართა ორთქლით პურის საცხობი ქარხანა „ზარია". ქარხნისთვის საჭირო ყველა მანქანა მან გერმანიიდან გამოიწერა. აქ დღე-ღამეში 500 ფუთამდე პურს აცხობდნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ თავდგირიძის დეპეშა. იგი სოხუმელი ქართველების სახელით მწუხარებას გამოთქვამდა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ხაშურის საზოგადოებამ დაადგინა, გვირგვინით შეემკო ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და დაკრძალვაზე წარმომადგენლად მთავარდიაკვანი იოსებ კვალიაშვილი გაეგზავნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსკოვის ქართველთა საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე სუმბათაშვილის დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ვასილ ხუნდაძემ ნატალია გაბუნიას ფონდს 25 მანეთი შესწირა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეფემია მესხის მოსკოვიდან გამოგზავნილი დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „ფხიზლად, კონსულებო“.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წლის 15 მაისს სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ დავითის ძე გიგაშვილი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „თეატრი და მოსწავლე ახალგაზრდობა“.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 28 იანვარს სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე გარდაიცვალა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ჩხეიძის დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ გორგაძის ლექსი „ნაღვლიან ჰანგზე“.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872-97 წლებში სპირიდონ ლეონტის ძე ჯუღელი სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-09 წლებში დავით სიმონის ძე შერგილაშვილი სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-15 წლებში ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში პეტრე ნიკოლოზის ძე ლუტიძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1811

ტიპი: თანამდებობა

1811-48 წლებში ნიკოლოზ დავითის ძე გიგაშვილი სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო

1848

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ბესარიონ ნიკოლოზის ძე გიგაშვილი სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო

1850

ტიპი: თანამდებობა

1850-58 წლებში გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ბესარიონ ნიკოლოზის ძე გიგაშვილი სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის სატირული მითი „ულუმბოს მთაზე“.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-91 წლებში ალექს დავითის ძე ყიფშიძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.