საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91183

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სპირიდონ ჯუღელის კორესპონდენცია „ორიოდე სიტყვა ახალციხის მხარის სასოფლო შკოლებზე“.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა ახალგაზრდა მწერალი, თავადი ივანე ზაალის ძე ბარათაშვილი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა ქალთა უფასო სკოლა, რომლის რექტორად დაინიშნა სასწავლო სემინარიის რექტორი ხაროვი.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 12 მარტს საქართველოს ეგზარქოსის სასახლის ეკლესიაში მონაზვნად აღიკვეცა ქეთევან ჯავახიშვილი-წერეთლისა, რომელსაც სამონაზვნო სახელად ეწოდა ნინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ივანე ზაალის ძე ბარათაშვილის პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა თავადმა ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გირიდგან“ გირის მაზრის სასულიერო სასწავლებლების მდგომარეობაზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „ერთი საღამო თბილისის საზაფხულო თეატრში“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, სექტემბერში თბილისს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე ესტუმრებოდა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 3 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, თბილისში, არშაკუნის სახლში, მედიცინის დოქტორი ივანე თარხნიშვილი რამდენიმე საჯარო ლექციის წაკითხვას გეგმავდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა „უჩინმაჩინის ქუდი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „თბილისში გასეირნება“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „ჩვენი სიღარიბის მიზეზი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ომის სადღეგრძელო“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ვანო საათაშვილმა აფიშები შესწირა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ლექსი „ბავშვის ჩივილი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ინგილოს ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული დიმიტრი ჯანაშვილის წერილისა „ქიზიყელები ინგილოებში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მერვე ნაწილი ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 10 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა ნავთლუღში დაარსებული ახალი სასწავლებლის შესახებ, რომლის გახსნასაც დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეექვსე ნაწილი ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის ნარკვევისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდამ“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდამ“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში მსახიობი ვიქტორ მატარაძე სამკურნალოდ ბორჯომში წავიდა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეექვსე ნაწილი ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სავათნაოსებური“.

1967

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 11 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი ბიდურაშვილების მამული და ქვის სახლი თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.