საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის განათლების მინისტრის N 76 ბრძანებით, გიორგი ახვლედიანი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დირექტორად დამტკიცდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თამარ ამირეჯიბს აცნობეს, რომ საღოლაშენის სკოლაში მისი მასწავლებლად დანიშვნის შესახებ მისწერეს აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს. მისი მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით დანიშვნა 20 ნოემბრიდან შეიძლებოდა. მასწავლებლის წოდების მიღების შემდეგ კი თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს აცნობეს, რომ 20 ნოემბრიდან სოღოლაშენში მასწავლებლის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად შეიძლებოდა თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბი დაენიშნათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ნოემებერს თამარ ამირეჯიბმა საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს სთხოვა, სოფელ სოღოლაშენის ახალგახსნილ სასწავლებელში მასწავლებლად დაენიშნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე მასწავლებელთა ჯამაგირი თვეში 400 მანეთით გაზარდა. დღის წესრიგში ჩაინიშნეს სკოლებზე ზრუნვა და მათი პრობლემების შესწავლა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბერს სოფიო ნესტორის ასული თაქთაქიშვილი თხოვნით მიმართავს დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ადგილი მისცენ კომისიის კანცელარიაში მანქანაზე გადამწერის ან სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე. 1918 წლის 10 დეკემბერს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე სწერს მას, რომ კომისიაში ჯერ-ჯერობით ადგილი არ არის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მდივანს, გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებლის, ბაღაშვილის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება ბაქოს ცენტრში გამართული დიპლომატიური შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა გენერალ ტომსონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრის თანამდებობის აღმასრულებელ იდილ ხაზ ზიათხანოვს შორის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი მ. მეხთიევიც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის წერილი „ბრძოლა მიწისათვის ქართლ-კახეთში“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბერს ქუთათელ მიტროპოლიტად არჩეული არქიმანდრიტი ნაზარის კურთხევა გაიმართებოდა მცხეთის საპატრიარქო ტაძარში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, არქიმანდრიტი ნაზარი ქუთათელ მიტროპოლიტად აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „სომეხ-ქართველთა ბრძოლა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ბარნაბა გამსახურდიას წერილი „შენიშვნები რევოლუციასა და ანარქიაზე“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ლადო მაჭავარიანის სონეტი „დიდი მოურავი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მტრებს (პასუხად გაზეთ „ერთობას“ და „ბორბას“)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ჩვენი ორიენტაცია“.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების არქივის უფროსი ევგენი კონსტანტინეს ძე როძევიჩი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების საქმისმწარმოებელი ონუფრი პავლეს ძე ბარკოვსკი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ნოემბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწუნებულ გიმნაზიაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომისარი ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი ამიერკავკასიის შრომის მინისტრის მოადგილეს, ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს სახელმწიფო ბანკის სოხუმის განყოფილებაში თანხის გაგზავნას სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 ნოემბერს გზათა სამინისტროს უფროსმა ინჟინერმა ა. კანდელაკმა სამინისტროს თანამშრომლებს მოახსენა, რომ საქართველოს რკინიგზის ლიანდაგისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორის კანცელარიიდან საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა მოითხოვეს. სამინისტროში საკმარისი თანხის უქონლობის, საჭირო ნივთების სიძვირისა და კრედიტის დაუფარველობის გამო ისინი გენერალ-გუბერნატორს ვერ დაეხმარებოდნენ. მისი თქმით, გენერალ-გუბერნატორის კანცელარიისთვის ცალკე კრედიტის გახსნა იყო საჭირო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ა. კაჭარავამ დაადასტურა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ბ. კუზანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს პიღასი აბდუშელიშვილის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი გააცნო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს აცნობეს, რომ სასურველი იყო განათლების სამინისტროს ყველა საქმე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, წინასწარი განმარტებისთვის სამინისტროში გაეგზავნა.