საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე გ. ი. ოქოევს წარმოდგენილი ჰქონდა ძუა-ფაფარისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე პ. ნ. კაცაძე ქუთაისიდან გატანილი ჰქონდა უნაგირი და ცხენის აღკაზმულობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე ი. დეისაძესა და ილია მარდალეიშვილს გატანილი ჰქონდათ ევროპული და ქართული სტილის ფეხსაცმელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. მიულმანს გატანილი ჰქონდა საოპტიკო, სამექანიკო, გეოდეზისა და ელექტრონის იარაღები.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე ჭავჭანიძის პიესა „ყრუ სოფელში“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს ლიზა ყარალაშვილმა თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ჯიბრაილ იბრაჰიმ-ოღლიმ (თბილისიდან) წარადგინა ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „ორი სურათი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“ (1848 წლის რევოლუციის მეორე დღე) მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას წერილი „წარსულიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის ლექსი „შვილი მუშა ბოქულაძისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს დრამატული კურსების ხელმძღვანელობა დაევალა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1912 წლებში სიმონ ივანეს ძე ჯუღელი სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 24 აგვისტოს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ ივანეს ძე ჯუღელი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 14 ივლისის „დროების“ ცნობით, ჯეიმს სონდერსი მეცნიერი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 ივლისის „დროების“ ცნობით, ჯეიმს სონდერსი კავკასიაში მყინვართა შესასწავლად ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გადაწყდა თბილისის კადეტთა კორპუსის ქალაქის განაპირას გადატანა. ამისთვის შეარჩიეს გერმანელ კოლონისტთა მამული. კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს-კაპიტანი ბელიავსკი თბილისის თვითმმართველობას სთხოვდა, ქალაქს კოლონისტებისთვის სამაგიერო მიწა მიეცა სახაზინო ადგილებიდან.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი დონჯაევის წერილი 10 ივლისს ლაგოდეხში გამართული წარმოდგენების – „სიძე-სიმამრისა“ და „ოთხი იმერლის“ – შესახებ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 14 ივლისს არშაკა სარქისას ძე მარტირუზოვმა და მისმა მეუღლემ, თამარა გალუსტას ასულმა მარტირუზოვისამ ექიმი აღამალოვი მოკლეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ივლისს ლუარსაბ მაღალაშვილის წინამძღოლობით რამდენიმე პირი ივანე მუხრან-ბატონთან გაემგზავრა, რათა ეთხოვათ, რომ სახელმწიფო—საადგილმამულო ბანკის მოქმედება ქართლ-კახეთზეც გავრცელებულიყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თბილისის სამოსამართლო პალატაში ი. ზ. ბარათაშვილის სარჩელი დააკმაყოფილეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ი. ზ. ბარათაშვილი გამგეობის წევრობის უფროსი კანდიდატი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, თურქესტანიშვილმა თბილისის სამოსამართლო პალატისთვის წარდგენილ საჩივარში განაცხადა, რომ ი. ზ. ბარათაშვილის საქმე სასამართლო დაწესებულებას არ ექვემდებარებოდა. ბარათაშვილს საჩივარი ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო კანცელარიისთვის უნდა წარედგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 ივლისის „დროების“ ცნობით, იაკობ მანსვეტაშვილმა ფიზიკის სახელმძღვანელო შეადგინა.