რეგისტრირებული ფაქტები81521
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად კირილე ივანეს ძე არველაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის, გიორგი ჭუმბურიძის მოხსენება ომისა და შიმშილისგან დაზარალებული ოზურგეთის მაზრის სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების გამოყოფის თაობაზე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა განსაკუთრებულმა რაზმმა დაატუსაღა ივ. შლეიზინგერი კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სომხეთში ორი კვირით გააგზავნეს. ხელს აწერს ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, რომ თბილისის გამგეობამ სახელოსნო-სასწავლებლის მასწავლებელ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძეს შენიშვნა მისცა, რადგან იგი გამგეობის ნებართვის გარეშე წავიდა სომხეთში, რისი უფლებაც არ ჰქონდა. გააფრთხილეს, რომ მსგავსი საქციელის გამეორების შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვდნენ. გამგეობამ განკარგულება გასცა იუსტინე აბულაძისთვის დაეკავებინათ ჯამაგირი იმ დღეებისა, რომლებიც გააცდინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე წასული იყო სომხეთში არა პირადი, არამედ სახელმწიფო საქმეების გამო, სადაც მისი მონაწილეობა, როგორც სომხური ენის მცოდნისა, აუცილებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სომხეთში ისე სწრაფად გაემგზავრა, რომ ფაქტობრივად, საშუალება აღარ ჰქონდა პირადად ეთხოვა წასვლის ნებართვა თბილისის გამგეობისთვის და იგი იძულებული გახდა სამინისტროსთვის ეთხოვა გაეფრთხილებინა სახელოსნო-სასწავლებლის გამგე მისი გამგზავრების შესახებ. სამინისტრომ 6 ნოემბერს N3543-ით აცნობა თბილისის სახელოსნო-სასწავლებლის გამგეს მასწავლებელ იუსტინე აბულაძის სომხეთში ორი კვირით გამგზავრების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, რომ კარგად ესმოდა, თუ რამდენად ცუდი ფაქტი იყო იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის სომხეთში გამგზავრება ქალაქის გამგეობის ნებართვის გარეშე, თუმცა იგი საპატიო მიზეზის გამო გაემგზავრა და ამიტომ, სთხოვა აბულაძისთვის მოქალაქეობრივი ვალის აღსრულება დაუდევრობასა და უყურადღებობაში არ ჩაეთვალა და ჯამაგირის დაკავება გაეუქმებინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე იყო ქალთა მე-6 გიმნაზიის მასწავლებელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის პედაგოგ ელენე ბუტულოვს 1904-1910 წლებში ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის კერძო გიმნაზიაში პედაგოგად ნამსახური წლები პენსიის მისაღებად ჩაუთვალეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 30 აგვისტოს მაკარ ალექსის ძე დინდარიმ და მელქისედეკ ივანეს ძე ქობალავამ თევზაძის სახელობის გიმნაზიას, თავიანთი შვილების, ზინაიდა მაკარის ასულ დინდარისა და ივანე მელქისედეკის ძე ქობალავას მეორე კლასში ჩარიცხვა სთხოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგები – ელენე მიხეილის ასული მამულაშვილი-ლავროვსკისა, ქეთევან მიხეილის ასული ჯავახიშვილი და მარია რომანის ასული ღვინიაშვილი განათლების სამინისტროს სწერენ, რომ ისინი სასწავლებლიდან უმიზეზოდ დაითხოვეს და სათანადო რეაგირებას სთხოვენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის მოურავი იყო ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო განათლების მინისტრის მოადგილე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ფილიმონ ესტატეს ძე ნადარეიშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ჯაბა გიორგის ძე მეძმარიაშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანებით, ვასილ ანტონის ძე ჩალენკოვი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორად იული ადოლფის ძე ლიასოცკი დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა.