საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ და დავით მესხის „ოთხი იმერელი“ წარმოადგინეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში წავიდა, მას ახლდა საექიმო ნაწილის ინსპექტორი ი. ი. მალინინი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს იოსებ ვასილის ძე ჯიჯიეიშვილი ფოთის მოქალაქეთა მოურავად დაამტკიცეს .

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პირველი სავაჟო გიმნაზიის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, დირექტორ ლევ მარკოვისათვის სახსოვრად ხატი გადაეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, ა. ბ. ევანგულოვი, ნ. ა. სახაროვი, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქის მოურავის გიორგი ევანგულოვის გარდაცვალების მეორმოცე დღეს, გადაიხადეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ ქალაქის მოურავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, საბჭოს ზოგიერთი ხმოსანი, ივანე ჩერქეზიშვილი და ევგრაფ ხოსროევი.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817-48 წლებში ბესარიონ გოგოლაშვილი საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წელს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გოგოლაშვილი გარდაიცვალა.

1850

ტიპი: გარდაცვალება

1850 წლის 30 მარტს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი პეტრე სვიმონის ძე გოგოლაშვილი გარდაიცვალა.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს პეტრე სვიმონის ძე გოგოლაშვილი საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1857

ტიპი: თანამდებობა

1857 წელს ზოსიმე ჟორდანია საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე გოგოლაშვილი საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე გოგოლაშვილი საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასული ხოსიტაშვილის ლექსი „შეხვედრა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (ნიშნების დასმა კითხვის დროს) მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ნიკოლოზის ასულ ჟურულის ლექსი „გამომშვიდობება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ პეტროსიანის წერილი „ბიბლიოგრაფია“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 ივლისს ჭიათურაში ადგილობრივი დრამატული საზოგადოების სცენისმოყვარეებმა სოფრომ ტარუაშვილის, ივანე მგელაძისა და სხვათა მონაწილეობით პიესა „ებრაელები“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 1910 წლის 10-11 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების („მეგობრობა“ და „გაზაფხულის ნიაღვარი“) შესახებ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 ივლისს ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი, როგორც ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ყაუხჩიშვილის მეუღლე თამარ ნიკოლოზის ასული იშხნელი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სამაზრო ერობის გამგეობა იუწყებოდა, რომ 5 თებერვალს გამგეობის წევრ ესტატე გიორგის ძე ავალიშვილს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ორმოცი დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი იშხნელი გიორგი არადელი-იშხნელის ვაჟი იყო.