რეგისტრირებული ფაქტები81474
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვერა გიორგის ასული ავალიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მიხეილის გამზირი N181.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ქუჩიშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. საკითხის საბოლოო განხილვა გადაიდო. 30 ივლისის სხდომაზე კი გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის დახმარების სახით 100 მანეთი მიეცა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლეო შენგელაია-ქიაჩელის თხოვნა მისგან შეეძინათ „ტარიელ გოლუა“ 80 ცალი ყდით და 48 ცალი უყდო, სულ 288 მანეთის ღირებულების. გამგეობის გადაწყვეტილებით ქიაჩელისგან უნდა შეეძინათ წიგნების ნახევარი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორის მოხსენება წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების შესახებ. გამგეობამ კორექტორის წინადადება მიიღო და სამი ოთახის დაქირავება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსი ა. ი. ვეისი საერთო საქმეთა უფროსს სთხოვს საქართველოს რკინიგზით სარგებლობის წლიური სამგზავრო ბილეთები მისცენ ახალსენაკის მონაკვეთის საწყობის გამგე ვალერიან ეფიმის ძე ბექაიას და დისტანციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელ ნიკოლაი ზიგმუნდის ძე ზლოტნიცკის და ერთჯერადი ბილეთი სადგურ თბილისიდან ფოთამდე და უკან – საწყობის გამგე სევერინ ლუკას ძე გარიგას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო კომისიის წევრად გიორგი გვაზავას მაგიერ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მხრიდან გერონტი ქიქოძე აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე და დ. დადიანი დაესწრნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარომებლის მაგიერ ხელს აწერდა დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაეგზავნათ წერილი, სადაც N 2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „кавказ“-ის 9 ივლისის N 140 გამოცემაში.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 13 ივლისის განათლების მინისტრის N500 ბრძანებით პოლკოვნიკ სტრელეცკისა და პოდპორუჩიკ კლიმოვსკის კერძო საშუალო სასწავლებელის გახსნის უფლება მისცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ივლისს ევგენია პავლეს ასულ ბერლინ-ვესტფალისას ნება დართეს, გაეხსნა კერძო სასწავლებელი რუსულ ენაზე მას შემდეგ, რაც თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიაში დაიხურა რუსული ჯგუფი და ის გათავისუფლდა სამსახურიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ივლისს ვარლამ მგელაძის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ვანის რაიონის საზოგადოების კრებამ ვანის დაწყებითი სასწავლებლის რვაკლასიან გიმნაზიად გადაკეთების საკითხი განიხილა. ოქმს ხელს აწერდა ვანის საზოგადოების კომისარი მოსე ბელთაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ივლისს პეტროგრადის უნივერსიტეტის გერმანული და ფრანგული ენების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს წერილობით სთხოვა პედაგოგის ადგილი ქუთაისის რომელიმე სასწავლებელში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივლისს ელენე ბაინდუროვა-გონიევისამ ქუთაისში პირველი მუსიკალური კურსები გახსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა წარდგინება, რომ გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 1917 წლის 28 ოქტომბერს ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად აირჩია კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე, რომელმაც წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ იყო მომზადებული და ხარისხიანად ასწავლიდა მოსწავლეებს თავის საგანს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 10 ივლისს ქ. ოზურგეთში გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე გაიმართება პანაშვიდი ბოლშევიკთა ბრბოების მიერ სოხუმთან მოკლული გვარდიის ხელმძღვანელის, კაპიტან შალიკო ნესტორის ძე ელიაძის გასახსენებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის წინაშე. იგი ითხოვდა ქუთაისის მესამე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლის დავით გაფრინდაშვილის დამტკიცებას გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე.