საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ოქტომბრის N56 ბრძანებით რუსუდან ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე დიდი ჯიხაიშის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ოქტომბრის N57 ბრძანებით ნინო ლაშაური თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N58 ბრძანებით, ვახტანგ კოტეტიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N60 ბრძანებით რაისა ჩიხლაძე-კეჭაყმაძისა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N61 ბრძანებით მარიამ ალექსის ასული სოკოლსკისა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის უმაღლესი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 58 ბრძანებით ევგენია პავლეს ასული ვოინიჩი- სიანოჟენსკისა თბილისის ვაჟთა ახალი საზოგადოების მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ალფრედ ედუარდის ძე გროპიუსი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 25 ოქტომბერს განათლების მინისტრი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლე პეტრე ჩერქეზიშვილის გიმნაზიაში რუსულ განყოფილებაზე სწავლის გაგრძელებას დათანხმდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N60 ბრძანებით ვიჩესლავ ვიაჩესლავის ძე რადზივანოვიჩი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადება მისთვის მეორე თანაშემწედ ზაქარია მდივნის დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფორმების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება კაპიტან რედკინის ქვრივისათვის 325 მან. ტალონების განაღდების შესახებ. დაადგინეს, მიეცეს ამის საშუალება როგორც გამონაკლისს, ქვრივს, დაბადებით კალანდარიშვილს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება 18 ათასი მანეთის მიცემის შესახებ ტაბახმელის აგარაკის პატრონების – ყაზაროვისა და შანშიევისთვის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგათ ივლისში მათ აგარაკში წითელი გვარდიის ყოფნის გამო. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება საგანგებო სასამართლოს ახალი წევრისა და ბრალმდებლის მოადგილის დანიშვნის შესახებ. დაადგინეს: საგანგებო სასამართლოს წევრად ქრისტეფორე რაჭველიშვილის მაგივრად დაინიშნოს ლაზარე შურღაია, ბრალმდებლის მოადგილედ – ჩხატარაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ოქტომბერს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სამტრედიის რკინიგზის სამმართველოს სასწავლო განყოფილებას გაუგზავნა 19 ოქტომბრის N1936 შუამდგომლობა არჩეული მასწავლებლების თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ და აუწყა, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული თითოეული პირის შესახებ საჭირო იყო ცნობები, განათლების ცენზი და ნამსახურეობითი სია. ნამსახურეობითი სია შეეძლოთ წარმოედგინათ ორიგინალის ან დამოწმებული სახით. ხელს აწერდნენ მთავარგამგის ნაცვლად ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის ცნობით, ო. მ. არხანგელსკიმ დაასრულა პეტროგრადის სასულიერო აკადემია.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის ცნობით, ო. გ. ერზიკიანცი თბილისის სომხური სასულიერო სემინარიის მსმენელი იყო.

1918

ტიპი: განათლება

სალომე ბერეჟიანმა დაასრულა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

კ. ე. კაპუსტინმა დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ლ. მ. ბოროსავლევიჩმა დაასრულა ლოზანის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ლეონ მიხეილის ძე გოზარბეკოვმა დაასრულა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ანაიდა გაბრიელის ასულმა შაიკოვისამ დაასრულა პეტროგრადის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ნ. ფ. ტორჩინავა იყო თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მსმენელი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ვ. ო. კრონოვიჩმა დაასრულა ყაზანის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ოქტომბერს დუშეთის ქალაქისთავმა ალ. ინაშვილმა განაცხადა, რომ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის დუშეთის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის წინააღმდეგი არ იყო.