საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85126

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პლ. გოცირიძის წერილი შორაპნის დრამატული წრის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 ივნისს ლანჩხუთში წარმოადგინეს დავით გამყრელიძის „დასჯილი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მ. იმნაძე, ნ. მამულაიშვილი, ლიუდმილა ცინცაძე, კ. ჟღენტი, ვ. ასკურავა, სარელი, ვ. ართილაყვა და სხვ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. კალანდაძე აჭარაში მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აჭარელი მუსულმანი ბავშვებისა და მათი მასწავლებლის, მ. კალანდაძის, სურათი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „საბა“ გაგრძელება.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძის უმცროსი ასული თამარი პეტროგრადის ქალთა ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად დანიშნეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალმ. კალანდაძე გაზეთ „სამშობლოს“ კორესპონდენტ გ. მუმლაძეს მიეპარა და ჯოხით სცემა გაზეთში წერილის დაბეჭდვის გამო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გ. მუმლაძე გაზეთ „სამშობლოს“ კორესპონდენტი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძის ასული რუსუდანი პეტროგრადის ქალთა ინსტიტუტის ქიმიის კათედრის ლაბორანტად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოლივერ უორდროპმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 მანეთი გამოუგზავნა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოლივერ უორდროპი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ ჩაგუნავა ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, დავით ლეჟავას შინაური განათლება ჰქონდა მიღებული.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს დავით ლეჟავა იყო ფირმა „კარუტოს“ მუშა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს დავით ლეჟავა ცხოვრობდა დიდ ჯიხაიშში.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლიდან დავით ლეჟავა იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 24 მაისის დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დავით ლეჟავა 5 დღით დააპატიმრა ქუთაისის პოლიტბიურომ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული დავით ლეჟავა საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 31 წლის დავით ლეჟავა დააპატიმრა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, სიმონ მოდებაძეს დამთავრებული არ ჰქონდა სკოლა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, სიმონ მოდებაძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს სიმონ მოდებაძე ცხოვრობდა ჭიათურაში.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან სიმონ მოდებაძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თუმცა მოგვიანებით მან პარტია დატოვა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული სიმონ მოდებაძე საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გადაგზავნა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით სიმონ მოდებაძე დააპატიმრა.