რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს წერს, რომ მხოლოდ ბრწყინვალე მომავლის იმედი აძლევდა ამ მძიმე ტვირთის ტარების ძალას, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს მოესწრო: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, მაგრამ თითქმის 30 წლის მანძილზე ამ მძიმე უღლის ტარებამ ზემოაღნიშნულ პირობებში ძალზედ დაღალა და აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგის წინაშე მიხეილ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თვით მ. გიორგაძის თხოვნის საფუძველზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორის განცხადებით, ისეთი პედაგოგის დაკარგვა, როგორიც მიხეილ გიორგაძე იყო დიდ დანაკლისს წარმოადგენდა გიმნაზიისთვის და მიუხედავად მისი თხოვნისა, მ. გიორგაძე დაღლილობის გამო არ თანხმდებოდა სამსახურის გაგრძელებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა III გიმანზიის დირექტორი სამინისტროს სთხოვს მიხეილ გიორგაძისთვის გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 300 მანეთის დახმარების სახით გამოწერის ნებართვას.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტრომ ნება დართო თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს, რომ მიხეილ გიორგაძისთვის დახმარების სახით გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გამოეწერათ 300 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს მისწერა, რომ 1917-1918 წლიდან ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს მისწერა, რომ ფეოდოსია ალექსანდრეს ასულმა ანჯაფარიძემ საზოგადო საგნებისა და ქართული ენის სწავლებაში სათანადო ნიჭი და გამოცდილება გამოაჩინა. ის ანჯაფარიძეს შუამდგომლობდა, რომ ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი ნესტორ კოვზირიძე ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს სწერს, რომ სამინისტროს განკარგულებით იმ პირებს, რომელთაც აქვთ საშინაო მასწავლებლის წოდება, შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს სთხოვა, ფედოსია ანჯაფარიძეს არ ჩამორთმეოდა უფლებები და ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ამბროსი ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სკოლის მასწავლებელმა ივანე ლუკას ძე ბახტაძემ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში კლასთა დამრიგებლების თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ვერა ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის’’ ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა ქუთაისის ქართველ ებრაელთა დეპუტაცია და განუცხადა, რომ ისინი ქართველებად მიიჩნევენ თავს და ამის გამო თავის წარმომადგენელს არ ირჩევენ საბჭოში, ვინაიდან სრულ ნდობას უცხადებენ საბჭოს ქართველ წევრებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ბერლინიდან თბილისში დაბრუნდა და საგანგებო მოხსენებით წარუდგა საქართველოს პარლამენტს გერმანიასთან დადებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1-ლი ოქტომბრიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 20 ოქტომბერს ებრაული საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა ებრაული რელიგიური და სახალხო მუსიკის საღამო. კონცერტში მონაწილებოდნენ: ბ. ი. ზალინსკი, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი და ი. ი. ფიშბერგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.

