რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 ივნისს გამართული ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების კრების (თავმჯდომარე იაკობ ჩიმაკაძე) დადგენილებით საზოგადოებას ვალერიან გუნიასთვის მადლობა უნდა გამოეცხადებინა გასულ სეზონზე დრამატული დასის ხელმძღვანელობისთვის.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის ივნისში ქართული თეატრის დირექტორად ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი აირჩიეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 22 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების პროექტი, შედგენილი ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის მიერ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზების მმართველობამ გადაწყვიტა შესადარებლად გამოეცადა ნავთით განათების სამი ახალი სისტემა –„ამერიკული ვაშინგტონის“, „გერმანული ვაშინგტონისა“ და ინჟინერ ევგენი გალკინის გამოგონებული.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანიშვილი და მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივნად აირჩიეს, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კი – ხაზინადრად.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ყიფიანის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის შესახებ აკაკი წერეთლის სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ახირებული დავა“ დიმიტრი ყიფიანის ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. გონჩაროვმა ყარსის მონახულების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაეფუძნებინა 3 საგამოძიებო-მომრიგებელი სასამართლო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გამორიცხული სილვ. ჯიბლაძე დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს ციხეში სიკვდილით ემუქრებოდნენ, ამიტომ ცალკე საკანში გადაიყვანეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის ივნისში საქართველოს ეგზარხოსმა კირილე იანოვსკი კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წინამძღოლად დანიშნა.

