საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან, რათა დამყარდეს მათთან ეფექტური და ხანგრძლივი საერთაშორისო ურთიერთობები. ნებართვას ხელს აწერენ: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. რამიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მდივანი მ. მღვდლიევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისის შემდეგ თავმჯდომარეობის გარდა, ნოე რამიშვილს მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნოე რამიშვილი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 მაისს თბილისის N1 სავაჭრო მაღაზიის მაყურებელმა ჯავახოვმა გაგზავნა წერილი (ტელეფონოგრამა N583) თბილისის დაცვის შტაბში, რომელშიც მის დაქვემდებარებაში არსებულ მაღაზიაზე თავდასხმას იტყობინებოდა და დახმარებას ითხოვდა. წერილს ხელს აწერდა ჯავახოვი, გადაეცა დუდაევს, მიიღო პერნოვსკიმ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 23 მაისიდან ეპიფანე ანტონის ძე გოგოლაძე დაინიშნა მზრუნველობის სამინისტროს წარმომადგენლად და დამკვირვებლად დევნილთა გადაადგილების საკითხში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 მაისს შრომის სამინისტროს წარმომადგენლები კ. ლ.დერკოვსკაია და ელბაქიანი სამინისტროში გამართულ კომპანია „ზინგერის“ ხელმძღვანელსა და თანამშრომელთა შორის წარმოქმნილ დავას ესწრებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 მაისს შრომის სამინისტროს წარმომადგელი გ. გ. ფარენბუხი სამინისტროში გამართულ კომპანია „ზინგერის“ ხელმძღვანელსა და თანამშრომელთა შორის წარმოქმნილ დავას ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 მაისს შრომის სამინისტროს წარმომადგენლი ზაიზენბერგი სამინისტროში გამართულ კომპანია „ზინგერის“ ხელმძღვანელსა და თანამშრომელთა შორის წარმოქმნილ დავას ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 მაისს შრომის სამინისტროს წარმომადგენლი აბოვიანცი სამინისტროში გამართულ კომპანია „ზინგერის“ ხელმძღვანელსა და თანამშრომელთა შორის წარმოქმნილ დავას ესწრებოდა. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 მაისს ბორჯომის ელექტროჰესის მოსამსახურემ სემიონ კოსტენკომ საკუთარი განცხადების საფუძველზე სამუშაო ადგილი დატოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ მსახიობთა კავშირის გამგეობის თხოვნა. ისინი გეგმავდნენ მსახიობ ვიკტორ გამყრელიძის 30 წლის მოღვაწეობის აღნიშვნას. საზოგადოების გამგეობას სთხოვდნენ მათთვის 25 მაისამდე ეცნობებინა რა სახით მიიღებდა აღნიშნულ სადღესასწაულო იუბილეში მონაწილეობას. საკითხის განხილვა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის პედაგოგის კალისტრატე ჟვანიას შესახებ ცნობა. ის ქართული უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდა და ლექციებს ესწრებოდა, ხოლო საგურამოს სასწავლებელში თავის მოვალეობას არ ასრულებდა. გამგეობამ გადაწყვიტა მისთვის შენიშვნა მიეცა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის თხოვნა სახალხო წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკისთვის ოცი მანეთის წიგნები მიეცა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს თხოვნა მათთვის საზოგადოების წიგნსაცავის ყველა გამოცემული და გამოსაცემი წიგნის ორ-ორი ცალის უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 12 მაისს დანიშნული საზოგადოების რწმუნებულთა არშემდგარი კრების საკითხი. გამგეობას დაევალა კრება უფრო მოსახერხებელ დროს დაენიშნა, რომ რეგიონების განყოფილების რწმუნებულებს დასწრება შეძლებოდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და საზოგადოების წევრი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის ბრძანებით, სამეურნეო ნაწილის გადამწერი ანა არეშიძე მოსამსახურეთა სიიდან ამოშალეს 1918 წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გადასვლის გამო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი, მღვდელი თ. ს. ლაფერაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდებს აბარებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ვლადიმერ დორმანი 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქიმიას ასწავლიდა. მისი წლიური შემოსავალი 660 მანეთს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევგენი მიხეილის ძე კარგარეთელი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ბუნებისმეტყველებას, საქონელთმრეწველობას და მეტყველების ტექნოლოგიას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპარქიული სასწავლებელის კურსდამთავრებული ბარბარე გიორგის ასული ამბრიევა-ხვედელიანი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას, არითმეტიკას და კალიგრაფიას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ერმან დამსარის ძე ტერ-დავიდიანცი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას, არითმეტიკას და კალიგრაფიას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებული ანა კემულარის ასული ჟვანია 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი ალექსანდრე სემიონის ძე ლორთქიფანიძე თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.