რეგისტრირებული ფაქტები81452
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1860
ტიპი: თანამდებობა
1860-61 წლებში ოქროპირ ნიკოლოზის ძე დარახველიძე სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს ანდრია ბალანჩივაძემ, გრიგოლ კილაძემ, ივანე გოკიელმა, შალვა მშველიძემ და იონა ტუსკიამ სტალინზე კანტატა შექმნეს.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წლის 23 მაისს სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ანდრია სიმონის ძე გაბადაძე გარდაიცვალა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-1917 წლებში ნიკოლოზ გიორგის ძე ყიფიანი სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20-26 თებერვალს გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა ყვირილაში გამართეს სალიტერატურო საღამოები, რომელთა სამახსოვროდ ფოტოხელოვანმა სტეფანე გოლაძემ გადაიღო ფოტო, რომელიც გაზეთში „თეატრი და ცხოვრება" დაიბეჭდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში გალაკტიონ ტაბიძის დიდი საღამო გაიმართა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს ალექსანდრე მანსვეტაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს პეტრე ყონჩუაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის სამმოქმედებიანი დრამა „ოქროს ვერძი“.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაწერა პიესა „ტირიფის ქვეშ“, რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელობის თეატრში, ასევე მოზარდ მაყურებელთა და რაიონების თეატრებში.