რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მზრუნველობის სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოში დავითხანიანმა პრემიერმინისტრ ალექსანდრე ხატისოვს დეპეშით აცნობა, რომ ფოთში გემით ჩამოვიდა 850 სამხედრო ტყვე, რომლებიც 1-ელ თებერვალს სომხეთში გაემგზავრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს სახალხო სახლში სოსო რომანიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილე აღნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს არტისტულ თეატრში მათევოს აღაიანცის სცენაზე მოღვაწეობის 35 წლის იუბილე აღნიშნეს.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 თებერვალს ელენე კონსტანტინეს ასულ ბარათაშვილს საკუთარი სახლიდან (ოლღას ქ. N20) ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ქალაქის მოურავის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის განცხადებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა ქალაქში გავრცელებული ხმები თბილისში კერძო ელექტრონის სადგურების მუნიციპალიზაციის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კლდიაშვილის იუბილესთვის მწერალთა კავშირი სპეციალურ, საიუბილეო კრებულს ამზადებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ტაურეკმა ბათუმში გამართული წარმოდგენიდან მიღებული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლას შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე მაკაროვმა ანტვერპენში გამართულ გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე დავითის ძე სულხანოვი გორის მაზრის წინამძღოლად დაამტკიცეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალექსანდრე წულუკიძე ონის სასამართლოს პრისტავი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ ცისკარიშვილმა ყვარელში აფთიაქი გახსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკო ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“ გამოიცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სოლომონ შოშიევს ავლაბარში ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა სურდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5. 5 მანეთი შეაგროვეს. თითო მანეთი დადეს ლიზა კაჭარავამ, გრიგოლ ცეკვავამ, ისააკ ჟვანიამ და ალექსანდრე ცეკვავამ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5.5 მანეთი შეაგროვეს. ათ-ათი შაური დადეს ტრიფონ იესეს ძე კაჭარავამ, მიხეილ ჟორჟოლიანმა და ივანე დანელიამ.

