რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის პედაგოგები იყვნენ: ანა გრიგოლის ასული ჟვანია, შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი, მარია ფილიპეს ასული მეტრეველი და არჩილ ეფრემის ძე სამსონაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის დარაჯი იოსებ გვარამაძე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტს პეტრე ივანეს ძე ზაჩინიაევი, ალექსი ტროფიმეს ძე სობჩაკი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ანოხინი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ეგოროვი, მანუელ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, ალექსანდრე ანდრიას ძე სკალევოი, ვლადიმერ მიხეილის ძე ვიაზმინი, ალექსანდრე ტიმოთეს ძე პიკალოვი, ივანე ქრისტეფორეს ძე რეილი, ოლგა ივანეს ასული გაბულოვა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის დირექტორი ივანე ივანეს ძე როსტომოვი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 3 მარტს, გერმანიასთან ზავის დადების დროს, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინი საბჭოთა დელეგაციის წევრი იყო.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, გორში მოკლეს ნიკო სალუქვაძე, როცა ის ხალხს გამხეცებული ბრბოსგან იარაღით იცავდა. ცხედარი სუფსაში წაასვენეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, ვექილი მაქსიმოვი თბილისში იურიდიულ კურსებს ხსნიდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 2 მარტს, 16.00 სთ-ზე თბილისში შეიპყრეს ავაზაკების ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა მოსახლეობას, ხოცავდა მილიციელებს და სხვ. ჯგუფს მეთაურობდა ცნობილი ქურდი „კოლკა მალაკანი“, ხელმძღვანელი იყო ესიკოვის ცირკში მოთამაშე მესტიევი. გვარდიელებმა 35-მდე შეპყრობილი ავაზაკი სამხედრო-რევოლუციურ სასამართლოს გადასცეს, 12 მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს. სასამართლოში გაირკვა, რომ ამ ჯგუფს ვერის ბაღში მოუკლავს გენერალი კარნაუხოვი, ასევე თბილისში ჩამოსული კომერსანტი ნემიროვსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის მარტიდან დავით პავლეს ძე ლოევსკი გზათა სამინისტროს ცენტრალური რეგისტრატურის, მიმოწერის ბიუროსა და ეგზეკუტორის ნაწილის უფროსის მოვალეობათა შემსრულებლად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 20 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე დავით ორაგველიძე „მეუმრავლესეთა ბრბოს“ წინააღმდეგ იბრძოდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1918 წლის პირველ მარტს „ნოვაია ჟიზნის“ რედაქციის წევრი სტანისლავ ვოლსკი წაიკითხავს ლექციას „საბჭოთა მთავრობა და პარლამენტარიზმი“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ეროვნულმა საბჭომ ქართული კორპუსის უფროსად აირჩია გენერალი ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, შტაბის უფროსად – პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა სეფე მეთოდის ძე ხომასურიძემ დააარსა წრე მარქსიზმის თეორიის შესასწავლად, რისთვისაც ის ციმბირში გადაასახლეს.