რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1913 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭირაქაძე სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წლის 10 იანვარს სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810 წელს სვიმონ დავითის ძე კამკამიძე საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ნოემბერს თბილისის გამგეობაში ექიმ ლუნკენის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე ნატახტრის წყაროების გამოკვლევის საკითხი განიხილეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს გუნიბის რაიონის გადასახადთა ინსპექტორი, ტიტულოვანი მრჩეველი კოშელევი კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ნოემბერს თბილისის გამგეობაში გამართულ სხდომაზე განიხილეს ნატახტრის წყაროების გამოკვლევის საკითხი. სხდომაზე მიწვეული იყვნენ უმიკოვი, რაზამატი და ქალაქის ინჟინერი ტ. ა. ენფიანჯიანცი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს საზოგადოების ახლად გარდაცვლილ წევრს, ქალაქისთავ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886-1913 წლებში ბესარიონ გიორგის ძე გოგსაძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წლის პირველ თებერვალს რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გიორგის ძე გოგსაძე გარდაიცვალა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში სპირიდონ ოქროპირის ძე გოგსაძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848 წელს სპირიდონ ბესარიონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-86 წლებში გრიგოლ გიორგის ძე ჯუღელი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 20 ნოემბერს ახლად დანიშნული სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქუთაისში ჩავიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი პეტერბურგში გაემგზავრა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კათოლიკე სოგრატ მირაქაშვილი მეაბრეშუმე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით გაიმართა „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 29 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსის განკარგულებით ოზურგეთისა და გურიის სხვა ეპარქიების ტაძრებში გადაიხადეს ყურძნის უხვი მოსავლისთვის მიძღვნილი პარაკლისი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 22 თებერვალს, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით, ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, ავადმყოფობის გამო შენთან მოსვლა ვერ მოვახერხეო.

