რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის სექტემბერში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის დეკემბრის შემდეგ ალექსანდრა კარგარეთელმა ავადმყოფობის გამო ქართული დრამატული დასი დატოვა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის დეკემბერში მარგარიტა ქილარჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ნებართვით ქუთაისის დასში გადავიდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის იანვარში ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ოჯახური მდგომარეობის გამო ქართული დრამატული საზოგადოების დასი დატოვა.
1909
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1909 წლის 27 ოქტომბრიდან ვასო აბაშიძე ავადმყოფობის გამო 1909-1910 წლების სეზონზე სპექტაკლებში აღარ მონაწილეობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის იანვრიდან ვიქტორ გამყრელიძე ახალი სამსახურის გამო რეპეტიციებს ვეღარ ესწრებოდა და ქართული დრამატული საზოგადოების დასი დატოვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის იანვრიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქუთაისიდან თბილისის თეატრალურ დასში გადავიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვარს წყალკურთხევის დღეს თელავში მკვლელობა მოხდა. გვარდიელი ფეიქრიშვილი თოფით შეიარაღებული შევიდა ალექსა ღონიაშვილის დუქანში და ესროლა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის ორი კრება. დილის სხდომას გრიგოლ ვეშაპელი თავმჯდომარეობდა, საღამოს − ალექსანდრე ასათიანი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება სასოფლო მეურნეობის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე ტიტე მარგველაშვილმა ვაჭრობა-მრეწველობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე კოტე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება ფინანსების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს მღვდელმა ბესარიონ ფირცხალავამ სოფელ კეთილარში სამრევლო სკოლა დააარსა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორი და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი, N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.

