რეგისტრირებული ფაქტები89993
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომელთა დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალებაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, კალმახელიძემ ბათუმის ზღვის დიდი ნაპირი უსამართლოდ მიითვისა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, ფერანმა ხოლერას საწინააღმდეგო წამალი გამოიგონა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, ანტონ რუბინშტეინი სექტემბერში თბილისს ესტუმრებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გაზეთი „თეატრი“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გაზეთი „თეატრი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გორის მაზრის წინამძღოლად ივანე სულხანიშვილის არჩევა სურდათ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 24 ივლისის „დროების“ ცნობით, პუზირევსკი პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორი იყო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, მსახიობის ნატო გაბუნია-ცაგარლის ცხედარი გვირგვინით შეემკოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.

