საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ურუშაძემ დაწერა ვოდევილი „ფუტურისტები“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აპრილს თელავის საკრებულო დარბაზში მსახიობ ალექსანდრე შანშიაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მაისში გრიგოლ მესხი კავკასიელ მხატვრებთან მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოვიდა, რათა მათ ქუთაისში სურათების პირველ გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 მაისს არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა ხარფუხში სცენის მშენებლობა დაიწყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მაისში დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილი წიგნი „ქართველების ისლამთან დაკავშირება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 6 მაისს საექიმო საზოგადოების დარბაზში მღვდელმა მელიტონ კელენჯერიძემ ქართული მართლწერის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თბილისში გრიგოლ მესხმა რუსი მხატვრების გამოფენა მოაწყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ნიკო მაღრაძე იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელი.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ზამთარში იაკობ ფანცხავას დედამ, მაკრინემ მას თვლა შეასწავლა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ზამთარში იაკობ ფანცხავას დედა, მაკრინე ქართულ ენას ასწავლიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ხარკოვიდან დაბრუნებულმა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ სახაზინო პალატაში დაიწყო მუშაობა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე თბილისის დეპუტატთა საკრებულოს სამიწათმოქმედო კომისიის მდივნად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლიდან ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გედ. გელოვანის „ხალხური ლექსი“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის აპრილში ბაქოში სანდრო ებიაშვილი ხუნაგით გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს სახალხო სახლში გამართულ ლიტერატურულ დილაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს ბეგლარ ახოსპირელმა, საშა აბაშელმა, გრიგოლ რობაქიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 3 მაისს სახალხო სახლში გამართული სალიტერატურო დილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს სახალხო სახლში გამართულ ლიტერატურულ დილაზე შალვა შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „სალიტერატურო დილა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი არტისტული საზოგადოების დარბაზში გამართული აშუღების საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ჰამლეტი“ იუზა ზარდალიშვილის, ანასტასია აბაშიძის, ეფემია მესხის, ვასილ აბაშიძის, გედევან გედევანოვის, ალექსანდრე იმედაშვილის, ზაქარია გომელაურის და მიხეილ ჭიაურელის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 2 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენილ „მელანიას ოინებზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დიმიტრის ძე შეწირულის წერილი „სანდრო ვერელი (ებიაშვილი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს სახალხო სახლში გამართულ ლიტერატურულ დილაზე გიორგი ამირეჯიბმა წაიკითხა თავისი თხზულება „ოცნების კიბე“.