საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო კრებაზე ეგნატე იოსელიანმა სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ ისაუბრა. საზოგადოების საბჭოს მდივანი ივანე ზოლოტარევი იყო, ხაზინდარი – ვასილ ბელიაევი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე ეგნატე იოსელიანმა ისაუბრა სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების პრეზიდენტობა ითავა მიხეილ სერგის ძე ვორონცოვმა, ვიცე-პრეზიდენტად კი ვასილ ბებუთოვი აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ერმილე ბორჩხაძემ და ივანე ვადაჭკორიამ ბახვის უფასო სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამსონ ქიქოძე ბახვის უფასო სამკითხველოს გამგე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ტიტიკო და გრიგოლ სიმონის ძე ქიქოძეებმა ბახვის უფასო სამკითხველოს ათ-ათი მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბახვის უფასო სამკითხველოს ერმილე ანდღულაძემ ერთი რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გრიგოლ სიმონის ძე ქიქოძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 160 რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ სამხედრო-საექიმო ინსპექტორი ი. მალინინი აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ზამთრის სეზონისთვის დონის როსტოვის ზარაისკაიას დასში მიიწვიეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების კონტროლიორი გულბანი ეკატერინოდარის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, მის ნაცვლად დანიშნეს ერშოვი.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ ივანე აგიაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ყველა უფლება-უპირატესობა და ოთხი წლით მადანზე სამუშაოდ გაგზავნეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 სექტემბერს გარდაცვლილ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდზე სიტყვა წარმოთქვა ნიკოლოზ თავდგირიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში დაესწრნენ ქალაქის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელი ბ. ბ. შესტაკოვი, გამგეობის წევრი ესტატე ჩერქეზიშვილი და ხმოსნები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „დასასრულის დასაწყისი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „სათეატრო საზოგადოება თუ პროფესიონალური კავშირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „სათეატრო საზოგადოება თუ პროფესიონალური კავშირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ბეჟანის ასულ ტატიშვილი-ყიფიანის წერილი „ლოცვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვიაჩესლავ ჯიქიას წერილი „ქართველი დედა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „წერილი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 აპრილს ავლაბრის კლუბში გ. ტერ-დავითიანცის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი „პატარა გლეხთა კონცერტი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ ივანე აგიაშვილის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა მთავრობის წინააღმდეგ მოქმედება.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 30 სექტემბერს დაკრძალეს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდზე დიდუბის ეკლესიაში სიტყვა წარმოთქვა მამა კალისტრატე ცინცაძემ.