რეგისტრირებული ფაქტები92656
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთში აკურთხეს ახალგაზრდა ქალის, ნადეჟდა ბოლქვაძეს ინიციატივით ახლახანს დაარსებული ქალთა გიმნაზია.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა მიერ ჩამოყალიბებული თეატრალური წრის წევრები იყვნენ: გიგო თოიძე, მოსე თოიძე, ვანო ესტატეს ძე მჭედლიშვილი, ეჯუბოვი, ალექსანდრე მერაბიშვილი, ზაქარია ჩოდრიშვილი, ილია ქოჩორაშვილი და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერაში“ მღეროდა და დრამატული ტენორის პარტიებს ასრულებდა. ის ოპერა „ჰუგენოტებში“ რაულის პარტიის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნეოდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც სანდრო შანშიაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „მთვარის მოტაცება“ მკაცრად გააკრიტიკა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოსულან ტიციან ტაბიძე და სიმონ ჩიქოვანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს (მინისტრი ნოე ხომერიკი) ცნობით, რაჭის, ქუთაისის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები სათესლე მასალის (1 მილიონი ფუთი) უქონლობას განიცდიდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს ერთი წლის წინ დავით კლდიაშვილის საიუბილეო საღამოზე მწერლისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ მიცემული დაპირება შეახსენა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს მისწერა, რომ მამამისი, მწერალი დავით კლდიაშვილი, მძიმედ ავადმყოფობდა და შეიძლება რამდენიმე თვეც ვეღარ ეცოცხლა.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 25 აპრილს სერგო კლდიაშვილმა შალვა რადიანს მამის, დავით კლდიაშვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმში გემით ჩამოვიდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე მომრიგებელი მოსამართლე ილია წიამძღვრიშვილი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მესამე სხდომაზე ალექსანდრე ონიკოვი დაკითხეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე ბესარიონ ღოღობერიძე დაკითხეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სოფიო ბეზირგანოვი დაკითხეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი მარტის „დროებაში“ ანდრეევსკის მკვლელობის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი ყარსში იმყოფებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, შევჩენკოს გემი, რომელიც ფოთში თევზითა და მარილით დატვირთული შემოვიდა, ცუდმა ამინდმა ნაწილებად დაშალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა.
1867
ტიპი: ღონისძიება
„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა, მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაჰპირდა.

