საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92699

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთის, ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ კარალოვის 1918 წლის 17 დეკემბრის ბრძანების თანახმად და მისი დავალებით, მოვალეობების ცოდნის შესამოწმებლად ტელეფონით გამოკითხეს თბილისის სადგურის უფროსი ბარკალაია: რომელ საათზე გადიოდა სამხედრო მატარებელი სანაინის საგურიდან. მან უპასუხა, რომ ეს სამხედრო საიდუმლოება იყო და ტელეფონით ვერ აცნობებდა. ეს ამტკიცებდა, რომ იგი თავის ვალს კეთილსინდისიერად იხდიდა, ამიტომ სამსახურის სახელით მადლობა გამოუცხადეს. ხელს აწერდა გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვიც.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1918 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით რაბათის სკოლას მიეცა 100 მანეთის წიგნების დახმარება. სასკოლო სექციის დადგენილებით, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს დაიწყო სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მესამე თავისუფალი კონფერენცია. სულ გაიმართა ცხრა სხდომა, რომლებზეც განიხილეს მომენტის, ტექნიკისა და მიწის საკითხები. კონფერენციაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილისა და იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება. მთავარი კომიტეტის სახელით მომენტსა და ტექნიკაზე მოხსენება გააკეთა სამსონ ფირცხალავამ და ქრისტეფორე რაჭველიშვილმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 დეკემბერს შრომის სამინისტროს საერთო განყოფილებამ შრომის კომისარს აცნობა, რომ ინჟინერი ბობროვი გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს შრომის სამინისტროს საერთო განყოფილება აცნობებს შრომის კომისარს ინჟინერ ცინცაძის გათავისულების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს შრომის სამინისტრო სწერს სოხუმის კომისარს, რომ ნ. კ. იაკაიტისი, სოხუმის საცდელი სადგურის მებაღე, არ გათავისუფლდეს საკრედიტო ვალდებულებისაგან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს, ივანე ლავაშკევიჩს, ბათუმის სამხედრო პორტის სარემონტო ქარხნის მუშას, შუამდგომლობს შრომის სამინისტრო სამხედრო სამინისტროსთან, რათა მან აიღოს კუთვნილი ხელფასი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 დეკემბერს საწყობ „ვარციხის“ მფლობელ მ. ანანოვს შრომის სამინისტრომ დაავალა იმ 33 მუშისთვის ანაზღაურების გადახდა, რომლებიც ამ საწყობში მუშაობდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 დეკემბერს ანანოვის ღვინის ქარხნის მშრომელთა კავშირის თავმჯდომარე დ.ი. ღლონტმა მიმართა შრომის სამინისტროს განცხადებით მათი კუთვნილი თანხების გაცემის თაობაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 დეკემბერს, სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერი-სადახლოს მიმართულების სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პარლამენტის წინაშე სპეციალური განცხადებით წარდგა სამხედრო მინისტრი გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე. მისი ინფორმაციით, 9 დეკემბერს უზლართან სომხური ბანდები თავს დაესხნენ ქართულ სამხედრო ნაწილებს. მომდევნო დღეებში საომარ მოქმედებებში სომხეთის რეგულარული ჯარის ნაწილები ჩაებნენ. თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით აუცილებლად მიიჩნევდა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას სომხეთის წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 დეკემბერს თბილისის ოლქის გზათა სამინისტროში, ინჟინერ თუმანოვისადმი გაგზავნილ დეპეშაში, რომელსაც ხელს რ. ჯავახოვი აწერდა ნათქვამი იყო, რომ გემი „Пенай“ ნოვოროსიისკში 16 დეკემბრის საღამოს უნდა გასულიყო. გ. თუმანოვს სწერდნენ, რომ სხვა გემების გასვლის შესახებაც შეატყობინებდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 დეკემბრიდან თევდორე კიკვაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე უკრაინის რადის წარმომადგენლად დაინიშნა იესე ბარათაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, მემედ-ბეგ აბაშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, მიხეილ კავსაძის მომღერალთა გუნდმა ლექცია-კონცერტი ჩაატარა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 დეკემბერს განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა სამინისტროში წარედგინა მასწავლებელ გიორგი აბაშიძის ნამსახურეობის ფურცლის პირი. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბერს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ამოწმებს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით, რომ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მსახურობს სახალხო განათლების სამინისტროში და მისი პირადი მდივანია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N89 ბრძანების თანახმად, ნიკოლოზ აბესაძე დანიშნეს სახალხო განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებლის თანამდებობის აღმასრულებლად მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

9 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ დაამოწმა, რომ ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე იყო განათლების სამინისტროს პირველგანყოფილების საქმისმწარმოებელი. ხელს აწერენ ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ივანე ბეწუკლიშვილი უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლების მთავარგამგეს მიმართავს თხოვნით, მასწავლებლად დანიშნონ თიანეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N165 ბრძანებით პეტროგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიის მთავარ პედაგოგდ და გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით კალენიკე ივანეს ძე ჟღენტი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად დამტკიცდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 165 ბრძანებით ივანე თევდორეს ძე ბორანოვსკი ბილანიშვილის სახელობის გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გერმანულის პედაგოგად დაინიშნა.