რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, დამხმარე იყო საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, თავმჯდომარეობდა კოტე მაყაშვილი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ წაიკითხა მოახსენება ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ. რაჟდენ არსენიძე იცავდა მოსაზრებას, რომ ეროვნული საბჭოსთვის ხალხის წარმომადგენელთა დარბაზი ეწოდებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე დიმიტრი უზნაძე ონიდან გამოგზავნილი N714 დეპეშის პასუხად ონის გიმნაზიის გამგეს აცნობებს, რომ გიმნაზიის შენახვა განათლების სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მის დამტკიცებამდე გიმნაზია ადგილობრივი ხარჯებით უნდა შეინახონ. ხელს აწერდა საქმისმწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ანა ხახუტაშვილი თბილისის მეექვსე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი /დაქირავებული/ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დაამტკიცეს სასწავლებლის ქართული ენის შტატის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრის ნაცვლად მდივანი, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებლის ნაცვლად ნ. ჩიმაკაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს სატეხნიკო და საპროფესორო სასწავლებლების მთავარგამგემ თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნა მინისტრის 18 სექტემბრის N50,51 ბრძანების პირი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარგამგის ნაცვლად გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის N 7 ბრძანებით, 20 სექტემბრიდან თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს სიღნაღში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ექიმებმა კონსტანტინე და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საინგილოს სკოლისათვის 100 მანეთი და 24 კაპიკი შესწირეს (შეწირულობას ყოველ წელს გაიღებდნენ).
1918
ტიპი: თანამდებობა
იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო იაკობ ღულაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მოადგილედ მელიტონ ივანეს ძე რუსია აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში აირჩიეს შემდეგი პირები: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, მელიტონ ივანეს ძე რუსია, ნ. ი.ფალილეევი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 18 სექტებერის ღამეს გარდაიცვალა ქართველი ბელეტრისტი არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი).
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 18 სექტემბერს მერვე კომისარიატის რაიონში მდებარე რკინიგზის ტერიტორიაზე მოკლეს პრაპორშჩიკი ივანე კარჯელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტი წარსდგა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინაშე და მიულოცა მას მინისტრად გახდომა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს თხევადი საწვავითა და ნავთობ-პროდუქტებით მომარგება კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს დაევალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ა. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არკადი მილოვმა კომიტეტისა და მთლიანად სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლების სახელით საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს მომარაგება თხევადი საწვავითა და ნავთობპროდუქტებით დაევალა კავშირგაბმულობის მინსიტრ ივანე ლორთქიფანიძეს. გარდა ამისა, მთავრობას შეუქმნია აზერბაიჯანთან მოლაპარაკების სპეციალური კომისია, რომელშიც შევიდნენ: კავშირგაბმულობის სამინისტროსგან ბაქოში ნავთობპროდუქტების შესყიდვებზე რწმუნებული, ინჟინერი ა. ნ. კანდელაკი, ექსპლოატაციის განყოფილების უფროსი ა. ა. ტოლსტონოგოვი და ნავთგადაზიდვის უფროსი, ინჟინერი ოგანეზოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს მომარაგება თხევადი საწვავითა და ნავთობპროდუქტებით დაევალა კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს. მას შეთანხმება უნდა გაეფორმებინა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სატარიფო საფუძვლებზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს მომარაგება თხევადი საწვავითა და ნავთობპროდუქტებით დაევალა კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს. მას ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ ჟურულთან შეთანხმებით უნდა ეკისრა ხსენებული პროდუქტების ტრანსპორტირებისა და შემდგომი დაბინავების ორგანიზება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს გამართული საქართველოს ტერიტორიაზე ტექსტილის მრეწველობის განვითარებით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირების სათათბირო კრების თავმჯდომარე იყო საქართველოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაიხმარდა კომიტეტს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებს ჯერ კიდევ ქალაქის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა და მეტად აფასებდა მათ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არ. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ ჟურულს. მიუთითა რა, რომ საბირჟო კომიტეტი რუსეთის უძველეს სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებას წარმოადგენდა, მილოვმა მინისტრს სთხოვა, თბილისის კომიტეტი თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.

