საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91193

1918

ტიპი: განათლება

სალომე ბერეჟიანმა დაასრულა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

კ. ე. კაპუსტინმა დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ლ. მ. ბოროსავლევიჩმა დაასრულა ლოზანის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ლეონ მიხეილის ძე გოზარბეკოვმა დაასრულა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ანაიდა გაბრიელის ასულმა შაიკოვისამ დაასრულა პეტროგრადის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ნ. ფ. ტორჩინავა იყო თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მსმენელი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ვ. ო. კრონოვიჩმა დაასრულა ყაზანის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ოქტომბერს გენერალი ზაქარია მდივანი სამხედრო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სამეურნეო ნაწილში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ოქტომბერს დუშეთის ქალაქისთავმა ალ. ინაშვილმა განაცხადა, რომ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის დუშეთის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის წინააღმდეგი არ იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ოქტომბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ იასონ ალექსიშვილს მისწერეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლიდან დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის ინსპექტორად გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ბუნებისმეტყველების პედაგოგი სალომე ივანეს ასული ბერეჟიანი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრე ივანეს ძე ვაგნერი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ფრანგული ენის პედაგოგი სოფია ვასილის ასული გორალევიჩი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ფრანგული ენის პედაგოგი ბარბარე მოსეს ასული ორბელი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის სომხური ენის პედაგოგი სარქის ემანუელის ძე ტერ-გრიგორიანცი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის სომხური ენის პედაგოგი გარეგინ მელოიანცი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის მათემატიკის პედაგოგი მესროპ ალექსის ძე ამირშახოვი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ლათინური ენის პედაგოგი ნიკოლოზ ვასილის ძე რუმიანცევი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგი ალექსანდრე ივანეს ძე ივანოვი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 23 ოქტომბერს ლევან გიორგის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ვაჩეიშვილის დეპეშა ყუბანის მთავრობასთან საქონლის გაცვლა-გამოცვლის ეკონომიკური ხელშეკრულების შესახებ. დაადგინეს, ეცნობოს მას ეკატერინოდარში, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა ხელშეკრულების დადებაზე იმ პირობით, რომ მას კავშირი არ ექნება პოლიტიკურ საკითხებთან, როგორიცაა მაგ., სოჭის ოლქის საკითხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ერობის შუამდგომლობა გურიაში დასათესი პურის გაგზავნის შესახებ. სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ არდიშვილს დაევალა საჭირო დასათესი ხორბლის მიცემა ნაღდ ფულზე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება კაპიტონ, იგივე ეპიფანე, შევარდნაძის თხოვნა ნაშვილები ვლადიმერისთვის თავისი გვარის გადაცემის თაობაზე. დაადგინეს გვარის მიცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთამ მართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება კონდრატე ყურუას თხოვნაზე გვარის შეცვლის შესახებ. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება – სოლომონ ასლანოვის თხოვნის შესახებ გვარის შეცვლის თაობაზე. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.