რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წელს ხარაგაულში მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ სვიმონის ძე დევდარიანი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1917 წლებში არისტობულო ნიკოლოზის ძე კიკვაძე ობჩის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878-79 წლებში სერაპიონ მოსეს ძე კიკნაველიძე ობჩის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ბესარიონ სვიმონის ძე დევდარიანი ხარაგაულის მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1820
ტიპი: თანამდებობა
1820-52 წლებში იოსებ ნიკოლოზის ძე დევდარიანი ხარაგაულის მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 14 ივლისს ხარაგაულში მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იოსებ ნიკოლოზის ძე დევდარიანი გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 თებერვალს ქუთაისის თეატრში გამართულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „შავი ბერი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 ნოემბერს ქართულ თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის საბენეფისო წარმოდგენა დაინიშნა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი ბაქოში წავიდა და წელიწად-ნახევარი საგუბერნიო სამმართველოში გადამწერად იმუშავა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი კონტროლიორი ნ. ვ. ვლადიმიროვი და ფინანსთა საბჭოს წევრი ა. ს. ტრიროგოვი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი სამსახურებრივი საქმის გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი თბილისში გადმოსახლდა და ჟურნალ „არძაგანქის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის სამხედრო მინისტრმა ჟაკ კავენიაკმა თანამდებობა დატოვა.

