საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91193

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 11 ოქტომბერს აბრამ ნესტორის ძე მაისაშვილმა თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიას მიმართა, რომ წარადგინა ყველა საბუთი და მოწმობა ყვავილის აცრის შესახებ და გიმნაზიაში ჩარიცხვა ითხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება გადამდგარი ქალაქის გამგეობის მაგივრად ახალის არჩევასთან დაკავშირებით. სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, რომელმაც მიიღო 41 თეთრი და 3 შავი კენჭი, მის ამხანაგად კი – გ. გ. კონიევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ელისაბედ თომას ასული მელიქ-ტანგიევი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ალექსანდრე ვლადიმერის ძე ბატორსკი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ლორენცი იოსების ძე მორსონი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ევგენია გრიგორის ასული ადამოვი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ლ. მ. ბოროსავლევიჩი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ლეონ მიხეილის ძე გოზარბეკოვი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწაავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ელენე ქრისტეფორეს ასული მამიანცი თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ანაიდა გაბრიელის ასული შაიკოვისა თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამოზე, რომელსაც უხელმძღვანელებდნენ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძე, წარადგენდნენ: დუელის სცენას „ევგენი ონეგინიდან“, ჟანრობრივ სურათს „ოდესელები“, კომედიურ ვოდევილს „წითელი ქალი“, დიდ საკონცერტო ნაწილსა და ბალეტს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით გასამართი დრამისა და ოპერის ამხანაგობის კონცერტი უფასო იქნებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ გაიმართებოდა დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამო მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის „Орленок“-ს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ სატუსაღოებში გარედან დარაჯების სამხედრო ძალით შეცვლა ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა მათთვის ხელფასების მომატება. დაადგინეს, გარეთა დარაჯებსაც, შიდა დარაჯთა მსგავსად, მოემატოს არანაკლებ 100 მანეთისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველი გრიგოლ რობაქიძე სწერს შრომის სამინისტროს, რომ მათი მოთხოვნის თანახმად გაეგზავნებათ მთავრობის სხდომების ჟურნალის ცალკე პირი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით მიხეილ შალამბერიძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ტრაგიკულად დაღუპული პორუჩიკი მიხეილ ივანეს ძე ონოფრიშვილი დაკრძალეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბერს სამტრედიის გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე სწერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს, რომ აცნობონ, გადაყვანილია თუ არა გიორგი გიორგიძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიიდან და შეატყობინონ, მის მაგივრად ვინ დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში N49 ბრძანებით, მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი 10 ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს დოქტორი ვესტერნჰაგენი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებას წაუკითხავდა ლექციას „ევროპის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე იყო სტომატოლოგი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მესხიევი სახლს ფლობდა თბილისში, კალოუბნის N8-ში.