რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა 1000 რუბლი გაიღო უპოვართათვის დასარიგებელი ცხვრის ხორცის საყიდლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაილზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა თბილისის მეჩეთს შესწირა 500 რუბლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თურქეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში აბდულ ქერიმ ფაშამ თბილისის მეჩეთს შესწირა 1000 რუბლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თბილისის მეჩეთში „ჯამა“ აღასრულეს წირვა, რომელსაც დაესწრნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში აბდულ ქერიმ ფაშა და მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის უფროსი მარიამ ნიკოლოზის ასული ეფრემოვისა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, ოლღა სანიკიძე-ვოლობუევისა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის უფროსი ქალის თანამდებობაზე დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ უკანონოდ გამოსახლებას. სარაჯევმა დიდი წვალებით როგორღაც მოაგვარა ეს გაუგებრობა და 16 სექტემბერს მილიციაში შევიდა ტელეფონოგრამა სარაჯევების ბინიდან გამოსახლების შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე ბ. კალიშევსკისა და მისი ამხანაგების თხოვნა მოისმინეს. კალიშევსკის თბილისში ტექნიკური სასწავლებლის გახსნის ნება მიეცა იმ პირობით, რომ ქართული ისწავლებოდეს. სკოლის უფლების საკითხს კი სამინისტრო საბოლოოდ გადაწყვეტდა, როცა ტექნიკუმი საზოგადოებისა და მთავრობის ნდობას დაიმსახურებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი ფლობდა ბინას ვერაზე, გუნიბის ქუჩა N 41-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი იღებდა ბავშვებს და შინაგანი სნეულების მქონე ავადმყოფებს დილის 9-11 და საღამოს 5-7 საათებში თავის ბინაზე: ვერა, გუნიბის ქუჩა N41, ტელეფონი: 14-09.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრი გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს დილის 8-9 და საღამოს 5-7 საათებში, ტელ. 17-21.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისში გამართული ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატული პარტიის მეორე კონფერენცისი თავმჯდომარე იყო ალექსანდრე დავითის ძე თორაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე კონფერენციაზე განიხილეს საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილების წინაამღდეგ გამოსული პირების, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისა და მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბლის საქციელი და სამართლიანად მიიჩნიეს მთავარი კომიტეტის მიერ ამ ორის წინააღმდეგ მიღებული ზომები.

